• რეკლამა
  • კონტაქტი
20:31, პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობა” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
21:12 11-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს.  ხელმძღვანელობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მის მიმდებარედ, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება გადაყვანილი.

„პირველი ოქტომბრიდან მოშიმშილე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იგი 2021 წლის 8 ნოემბერს რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციურ საავადმყოფოში იძულებით გადაიყვანეს. გადაყვანა განხორციელდა სახალხო დამცველის, უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექიმების არაერთგზის მოწოდების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ეხებოდა ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკას, სადაც ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევა და სააკაშვილის ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა იქნებოდა შესაძლებელი.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გლდანის ციხეში მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო გადაყვანა განხორციელდა მისი ნების საწინააღმდეგოდ. საქართველოს სახალხო დამცველი ადასტურებს, რომ გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის ფორმა არ არსებობს. უფრო მეტიც, პატიმრების მხრიდან სააკაშვილისა და მისი ვიზიტორების მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები მიზნად ისახავს მასზე დამატებით ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ომბუდსმენის განცხადებით, გარემო, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს არის ღირსების შემლახველი.

ღირსების შელახვის, ციხის ადმინისტრაციისა და საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალისადმი უნდობლობის მიზეზით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა უარი თქვა ამ დაწესებულებაში ყოველგვარ მკურნალობაზე. მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის გარეშე პრეზიდენტის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.

სახალხო დამცველმა ასევე განაცხადა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში ადეკვატური სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა შეუძლებელია და მოითხოვა „დაუყოვნებლივ გადაყვანა ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში“, სადაც მისი ღირსება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სათანადოდ იქნება დაცული. იდენტური პოზიცია აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ხელმძღვანელობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მის მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი. მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გამართვა დაგეგმილია სხვადასხვა ლოკაციებზე, თუმცა მესამე პრეზიდენტის ნებისმიერ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, ადგილზე ან მის სიახლოვეს საპროტესტო აქცია არ იქნება, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა სახის შესაძლო პროვოკაცია.

ჩვენი უმთავრესი მიზანია პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა და მისი ადამიანური ღირსების დაცვა, რომელიც გარდაუვალი საფრთხის წინაშეა არსებულ ვითარებაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved