“ნაციონალური მოძრაობა” დღეს ყრილობას გამართავს, სადაც პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელიას ოფიციალურად წარადგენს.
პარტიის თავმჯდომარეობაზე ხმის მიცემა ელექტრონული სისტემით ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო, მათ ორი კანდიდატს – ნიკა მელიასა და ლევან ვარშალომიძეს შორის ერთ-ერთი უნდა აერჩიათ. ხმის მიცემის პროცედურა დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნიკა მელიამ ხმათა უმრავლესობა მიიღო და დამაჯერებლად გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ პარტიის თავმჯდომარის აგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც წინა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა.
კომენტარები