• რეკლამა
  • კონტაქტი
03:21, სამშაბათი, 26 სექტემბერი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობა” არის ყველაზე ეროვნული პარტია საქართველოში – ლევან ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:31 09-16-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
559

“ათი საუკუნის წინ საქართველოს გაერთიანების სიმბოლოდ აშენდა ბაგრატი, სხვათა შორის ის ბაგრატი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მიხეილ სააკაშვილის უშუალო ჩართულობით აღდგა და ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. ჩვენდა სამწუხაროდ ხედავთ, რომ ჩვენი შეხვედრის დაწყებამდე ბიძინა ივანიშვილის რუსულმა პარტიამ მოახერხა და ბაგრატი ჩააბნელა იმისთვის, რომ თითქოს რაღაც აჩვენოს ხალხს, რომ ვერ დაინახავს და ვერ მიხვდება ხალხი, მაგრამ იმ ხელისუფლების პირობებში, ვინც ჩააბნელა ქვეყანა, უნდა რომ რუსეთის გუბერნიად აქციოს ქვეყანა, ეს არ გვიკვირს.” – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ახლა შეხვედრას ვმართავთ ბაგრატთან. იქ, სადაც ათი საუკუნის წინ საქართველოს გაერთიანების სიმბოლოდ აშენდა ბაგრატი, სხვათა შორის ის ბაგრატი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მიხეილ სააკაშვილის უშუალო ჩართულობით აღდგა და ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. ჩვენდა სამწუხაროდ ახლა ვინც ეთერში უყურებთ, ვინც აქ სხედხართ და ხედავთ, რომ ჩვენი შეხვედრის დაწყებამდე ბიძინა ივანიშვილის რუსულმა პარტიამ მოახერხა და ბაგრატი ჩააბნელა იმისთვის, რომ თითქოს რაღაც აჩვენოს ხალხს, რომ ვერ დაინახავს და ვერ მიხვდება ხალხი, მაგრამ იმ ხელისუფლების პირობებში, ვინც ჩააბნელა ქვეყანა, უნდა რომ რუსეთის გუბერნიად აქციოს ქვეყანა, ბაგრატის ჩაბნელება არ გვიკვირს, მაგრამ აქედან რამდენიმე კილომეტრში გელათს რას უშვრება ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია, ეს კი არ გვიკვირს, არამედ ვართ გაბრაზებული, ძალიან გაბრაზებულები, რადგან არ გაუფრთხილდე გელათს – ეს ნიშნავს არ გაუფრთხილდეს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, ჩვენს ქვეყანას.

ამ მდგომარეობაში იყოს ქუთაისი ,ეს ნიშნავს ამ მდგომარეობაში გყავდეს მთელი საქართველო. ამასობაში, ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია მუდმივად ტყუილზე აგებს თავის პროპაგანდას და რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე ეროვნული პარტია საქართველოში, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ასობით ეკლესია-მონასტერი და კულტურული მემკვიდრეობა აღდგა. დიახ, ასობით მილიონი ლარი დაიხარჯა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის აღდგენაში, დიახ, მათ შორის ბაგრატის აღდგენა ნიშნავს ჩვენი იდენტობის აღდგენას. წარმოუდგენელია ის რითაც საქართველო არის მსოფლიო რუკაზე, თეა წულუკიანის, ღარიბაშვილის, კობახიძის ხელით ინგრეოდეს და ამას აკეთებენ გელათში.

ქუთაისი არის მთავარი ქალაქი საქართველოში და არ არსებობს ოჯახი, რომ ემიგრაციაში გაქცეული არ იყოს ერთი ოჯახის წევრი და უკვე ათეულობით წლებია ერთმანეთს ელაპარაკებიან მხოლოდ „ონლაინ“, ბავშვები იზრდებიან მშობლები ესაუბრებიან მხოლოდ „სკაიპით“, სხვადასხვა ელექტრონული საშუალებებით და ბიძინა ივანიშვილი ამაზე რას გვეუბნება? კარგით ახლა, თუ არ იქნებიან ქართველები, იქნებიან რუსები და ამას უკვე სიტყვით აღარ ამბობ, უკვე ასი ათასობით რუსი ჩამოასახლა, ათი ათასობით რუსმა უკვე დაირეგისტრირა ქონება, თან როგორმა რუსებმა? სასაცილოდ არ ჰყოფნით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სასაცილოდ არ ჰყოფნით, რომ კანონი ოკუპაციის შესახებ მათ აქვთ დარღვეული და ეს ხალხი დღეს საქართველოში უძრავ ქონებას ყიდულობს, პარალელურად ქართველი ხალხი გარბის. რუსმა ღარიბაშვილმა გამოგვიცხადა, რომ რუსების გარდა ჩვენ კიდევ ჩამოვიყვანთ ჩინელებს, ე.ი ბიძინა ივანიშვილის მთავარი ოცნება არის საქართველო ქართველების გარეშე და ყველამ ერთად ვუთხრათ საქართველოს, ევროკავშირის დროშის აღმართვით არ შევეგუებით, არც დავნებდებით და ბრძოლა აუცილებლად იქნება გამარჯვებამდე.

არ შემიძლია არ ვთქვა, ბიძინა ივანიშვილმა ნათლია მირონი არისო ჩემი ფარცხალაძეო, ეს კაცი ეფესბეს აგენტიაო აშშ-მ ანუ ყველაზე დიდი აგენტი საქართველოში, რუსული ინტერესების გამტარებელი არის ბიძინა ივანიშვილი და ეს მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ იცის კარგად. ყველა კარგად ხედავს, ყველა არის თქვენ გვერდით, ქართველი ხალხის გვერდით და მთავარი გასაკეთებელი არის ჩვენი – ჩვენ აუცილებლად ყველამ ერთად უნდა მოვაშოროთ ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია ჩვენს ქვეყანას.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ვიდრე ნატო-ში მიგვიღებენ, ეს აუცილებლად მოხდება – რა გეგმები აქვს ამერიკას საქართველოსთან მიმართებაში?
ახალი ამბები

,,ეს ყველაფერი არის შეთქმულება… ,,ნაცმოძრაობამ” ეს, თავის დროზე, ჩემს წინააღმდეგაც გამოიყენა” – რას გვიყვება ვალერი გელბახიანი

12:33 09-25-2023
„არც გინებაზე უნდა დავიხიოთ უკან და ვცემოთ კიდეც… ხალხმა ჩვენი ძალა უნდა დაინახოს“ – რა მითითებები აქვთ „ოცნების“ დეპუტატებს
ახალი ამბები

„არც გინებაზე უნდა დავიხიოთ უკან და ვცემოთ კიდეც… ხალხმა ჩვენი ძალა უნდა დაინახოს“ – რა მითითებები აქვთ „ოცნების“ დეპუტატებს

23:09 09-22-2023
“ღარიბაშვილმა სტურუას ნახევარი მილიონის ღირებულების სახელმწიფო ქონება 1 ლარად გადასცა, რომელიც სტურუამ 221 250 დოლარად გაყიდა” – ვიდეო
ახალი ამბები

კითხვები, რომლებიც მინისტრის პასუხებმა გააჩინა – რას ამბობს და რას არ ამბობს გომელაური?

17:04 09-22-2023
„არც გინებაზე უნდა დავიხიოთ უკან და საჭიროების შემთხვევაში, ვცემოთ კიდეც… ხალხმა ჩვენი ძალა უნდა დაინახოს“ – რა მითითებები აქვთ „ოცნების“ დეპუტატებს
ახალი ამბები

„არც გინებაზე უნდა დავიხიოთ უკან და საჭიროების შემთხვევაში, ვცემოთ კიდეც… ხალხმა ჩვენი ძალა უნდა დაინახოს“ – რა მითითებები აქვთ „ოცნების“ დეპუტატებს

19:43 09-19-2023

ბიზნესი

ყველაზე სანდო კრიპტო სავაჭრო პლატფორმები საქართველოში
ახალი ამბები

ყველაზე სანდო კრიპტო სავაჭრო პლატფორმები საქართველოში

17:30 09-25-2023
ქალი მეწარმეების დასაფინანსებლად თიბისისა და EBRD-ს შორის 20 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
ახალი ამბები

ქალი მეწარმეების დასაფინანსებლად თიბისისა და EBRD-ს შორის 20 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა

15:08 09-25-2023
25 სექტემბერს ფარმაცევტთა საერთაშორისო დღეა
ახალი ამბები

25 სექტემბერს ფარმაცევტთა საერთაშორისო დღეა

10:00 09-25-2023
თიბისის პარტნიორმა კომპანიამ PUZZ-ი ბათუმში სტენდ-მაღაზია გახსნა
ახალი ამბები

თიბისის პარტნიორმა კომპანიამ PUZZ-ი ბათუმში სტენდ-მაღაზია გახსნა

12:01 09-22-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved