• რეკლამა
  • კონტაქტი
01:27, სამშაბათი, 21 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი არჩევნებისთვის ემზადებიან“?!

ალია ავტორი - ალია
20:09 02-15-2023
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,549

ანი დვალიშვილი

გაგეცინებათ და, ნაციონალურ მოძრაობაში ახალი არჩევნებისთვის ემზადებიან. ჰო, ნიკა მელიას გუნდი რევანშს აპირებს, სერიოზულ რევანშს და ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში თუ არ გამოსდით, ეგებ პარტიაში მაინც მოაწყონ. საქმე ის გახლავთ, რომ ლევან ხაბეიშვილის მიერ უხვად გაცემული დაპირებები ჯერჯერობით არ მუშაობს და არ მუშაობს იმიტომ, რომ მათ არ აქვთ მთავარი – ადამიანური რესურსი. ახალმა თავმჯდომარემ რამდენჯერმე სცადა რიგითი ადამიანების ნამუსზე აგდება, ქვეყნის ბედი წყდებაო, მაგრამ რიგით ადამიანებს ვინ ჩივის, პარტიის აქტივიც არ დადის აქციებზე და ამ პროცესმა უკვე სასაცილო სახე მიიღო. როცა გამოდიხარ და ამბობ, რომ ხელისუფლებას ზურგსუკან ხალხის სუნთქვა ესმის, შემდეგ კი დაანონსებულ 20-ათასიან ზესტაფონში აქციაზე 20 კაციც ვერ გამოგყავს, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც კარგად კი არა, საერთოდ არ არის.

„მელიამ და მისმა გუნდმა რეგიონებში საკუთარ აქტივს აქციებზე გასვლა უბრალოდ აუკრძალა. იმის მიხუედავად, რომ ხაბეიშვილს აქვს კეზერაშვილისგან ფინანსური რესურსი და მისი გუნდი მზად არის, კარგად გადაიხადოს, ხალხმრავალი აქციების გამარვთვა მაინც ჭირს. მელია და სხვები რევანშისთვის ემზადებიან. თვის ბოლოსთვის უკვე ხმამაღლა დაიწყება საუბარი, რომ ხაბემ ვერ გაამართლა, რომ პარტია პრაქტიკულად დაშლის პირასაა და რომ ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს. რა თქმა უნდა, ხაბეიშვილის მხარე ამას გააპროტესტებს, მაგრამ მათ უარის თქმის არგუმენტი არ ექნებათ – რეალური სურათი უმძიმესია და ამაზე გუნდის შიგნით მწვავე დაპირისპირებაა“, – ეუბნება „ალიას“ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ის წევრი, რომელიც ხაბეიშვილის გუნდში ვეღარ მოხვდა.

დანარჩენი ოპოზიცია მშვიდად უყურებს „ნაციონალების“ დაცემას და იმედი აქვთ, რომ მათგან წასულ ამომრჩეველს, მომდევნო არჩევნებში დაიმატებენ, მაგრამ თუ რევანში შედგება და პარტიის თავმჯდომარეობას მელია დაუბრუნდება, უდიდესი ალბათობით, ნაციონალები ფერფლიდან აღდგენას მოახერხებენ და ამომრჩეველსაც უფრო გაიმრავლებენ. იმასაც ამბობენ, ეგებ ეს წინასწარ მოფიქრებული გეგმა იყო კეზერაშვილის და მერაბიშვილსი საბოლოოდ გვერდზე გასაწევად, რადგან მათ პარტიისთვის ზიანის მეტი არაფერი მოაქვთო. ხაბეიშვილს იმედი ჰქონდა, რომ შეკვეთილში ჩასვლის შემთხვევაში, მას აქტივს ლევან ვარშალომიძე დაახმარდა, მაგრამ ეს იმედიც გაუცრუვდა – ბათუმიდან აქტივი უბრალოდ არ წავიდა.

სამაგიეროდ, მიხეილ სააკაშვილის ლობისტებმა მიაღწიეს იმას, რომ ზელენსკის სურათები აფრიალებინეს, პოლონეთის პრემიერს მოწოდება გააკეთებინეს, მიშა გამოუშვითო და ბოლოს კადრები სი-ენ-ენ-ზეც გავიდა. ამის მიუხედავად, მმართველი გუნდი სიმშვიდეს ინარჩუნებს და საამისო საფუძველიც აქვს – მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ჰგონია, რომ სააკაშვილი „თამაშობს“ და რეალურად, სასიკვდილო არაფერი სჭირს.

მმართველი ძალა ახლა მხოლოდ იმას ფიქრობს, როგორმე მასშტაბური პროექტები განახორციელოს, მოსახლეობა ამოსაუნთქოს და მთავრობის წევრებიც პოპულისტურ განცხადებებს არ ერიდებიან. არ ვამბობთ მხოლოდ პრემიერის ინიციატივაზე პროდუქტებთან დაკავშირებით, „ოცნების“ ლიდერები უკვე ღია იერიშზე არიან გადასულები და ამბობენ, რომ მშვიდობას არ დათმობენ, რომ მზად არიან, რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღადგინონ, რომ სავაჭრო ურთიერთობა გააღმაავონ და ეს ყველაფერი სწორედ მოსახლეობის საკეთილდღეოდ კეთდება. თავის მხრივ, რუსეთიდანაც მოზომილი ფრაზები ისმის, ანუ ჩრდილოელ მეზობელს დამპყრობლური ტონი შეცვლილი აქვს, თანამშრომლობა-მეგობრობაზე საუბრობს და სამწუხაროდ, გვახსოვს და გვინახავს, როგორ სრულდება ეს ყველაფერი ბოლოს. ამ ბოლოსკენ „ოცნება“ იმედიანად მიდის, ზუსტად ისე, როგორც მანამდე სხვები მიდიოდნენ და ვნახოთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის – Caucasus Build – ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის – Caucasus Build – ფარგლებში კონფერენცია გაიმართა

17:16 04-20-2026
Silk Go და MYVIDEO გაერთიანდა — განახლებული ციფრული პლატფორმა გაუმჯობესებული გამოცდილებისთვის
ახალი ამბები

Silk Go და MYVIDEO გაერთიანდა — განახლებული ციფრული პლატფორმა გაუმჯობესებული გამოცდილებისთვის

12:31 04-20-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

15:01 04-17-2026
მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად

13:26 04-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved