ტრენდული

“ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კი არა, ბი­ძი­ნა დაბ­რუნ­და” – გა­ნახ­ლებული შე­ტე­ვე­ბი და კობახიძის დაჯგუფების სარგებელი – გია ხუხაშვილი
ახალი ამბები

„ჩემთვის არ არის სულ ერთი ივანიშვილის ბედი, არ გამიხარდება მისი ცუდი, ამიტომაც შევთავაზე გამოსავალი, რომ გადარჩეს“ – გია ხუხაშვილი

ავტორი - ალია
16:38 06-26-2022
0

თამო კეშელავა „ალიას“ ესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი: - რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილს შესთავაზეთ "კრი­ზი­სის გა­და­ლახ­ვის საგ­ზაო რუქა" - ევ­რო­კავ­შირ­ში...

“გადადგეს ღარიბაშვილი და…” – რა მოთხოვნები გაჟღერდა აქციაზე და სადამდე მისცა ხელისუფლებას ვადა?

“გადადგეს ღარიბაშვილი და…” – რა მოთხოვნები გაჟღერდა აქციაზე და სადამდე მისცა ხელისუფლებას ვადა?

21:42 06-24-2022
“რატომ გვყავს ამდენი აბდალა პარლამენტში? რატომაა ჩემი ქვეყნის სახე ღარიბაშვილი?” – ირმა გორდელაძე

“რატომ გვყავს ამდენი აბდალა პარლამენტში? რატომაა ჩემი ქვეყნის სახე ღარიბაშვილი?” – ირმა გორდელაძე

21:20 06-24-2022
“არ ვარ ნამყოფი… აი, რაზე ჩავიდე დღეს საოკუპაციო ხაზთან?!” – კობახიძე

“არ ვარ ნამყოფი… აი, რაზე ჩავიდე დღეს საოკუპაციო ხაზთან?!” – კობახიძე

18:27 06-24-2022
ევროპულმა პარლამენტმა უკრაინა-მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

რეკომენდაციები, რომლის შესრულების შემთხვევაშიც კანდიდატის სტატუსს მივიღებთ – სია

00:04 06-24-2022
  • რეკლამა
  • კონტაქტი
16:06, ორშაბათი, 27 ივნისი, 2022
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნაცებს დავუწერე „გიჟების მანიფესტი“ და მეუბნებოდნენ, დასაკარგი არაფერი გაქვსო? სად არიან ახლა ეროვნულები? რატომ დუმან?“ – გოჩა ხარანაული

ალია ავტორი - ალია
18:13 06-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
999

ნანა სულავა

„ალიას“ ესაუბრება პოეტი გოჩა ხარანაული.

-ბატონო გოჩა, ამასწინათ ერთმა ცნობილმა მწერალმა განაცხადა, რომ ასეთ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში ათასამდე მწერალი დუმს. მარტო სამიოდე მწერლისა და რამდენიმე ჟურნალისტის აქტიურობა უშველის ქვეყანასო? თქვენ „ალიადან“ არაერთხელ განაცხადეთ, სამასი ათასიანი აქციის ორგანიზებაში შევიტან წვლილს და სამშობლოსათვის გულანთებულ ადამიანებს მოვუყრით თავსო. აგერ, ახლა, 20 ივნისს იგეგმება აქცია, თქვენ უერთდებით?

-ეს დაორგანიზებული აქცია ადასტურებს იმას, რომ ის წარმოადგენს ევროამერიკული და რუსული იმპერიალიზმის კოჰაბიტაციის აქციას. ამიტომ იკრიბებიან ყველანი ერთად – ევროთუმეები, ამერიკათუმეები და რუსეთუმეები. ერთადერთი, ვინც იქ არ იქნებიან, ესენი არიან საქართველოს მამულიშვილები. ასე რომ, მათი კოჰაბიტანტური აქციები არ მაინტერესებს, რადგან ქართველი ხალხის სასიკეთოდ იქ არაფერი ითქმება და გაკეთდება. რაც შეეხება ჩემს ძვირფას კოლეგებს, ძალიან მცირე მეხსიერება აქვთ. ჯერ კიდევ მაშინ, 1998 წელს, როცა საქართველოს ეროვნული გვარდიის ოფიცერი გოჩა ესებუა მოკლეს ვერაგულად, მე ვიყავი, ვინც ეს გავაპროტესტე, შევარდნაძეს მივმართე გაზეთიდან. პირდაპირ ვუთხარი, თქვენ ვერაგულად მოკალით ახალგაზრდა კაცი-მეთქი, რომელმაც უცხოელი სტუმრები სახლში წაიყვანა, კოლხურად გაუმასპინძლდა, ზედ გადაყვა. მათ პოლიტიკურად შური იძიეს ადამიანზე, რომელიც ცდილობდა, დაებრუნებინა საქართველოს კონსტიტუციური წყობილება და კანონიერება. მე ყოველთვის ფაქტებით ვსაუბრობ. 1996-ში დავბეჭდე წერილი „ამერიკულ-ევროპული ნათლობის ფონზე“. რაც მაშინ ვთქვი, ათეული წლების წინ, დღეს ყველაფერი აუცხადდათ. მე არ ვეთანხმებოდი არც ტირან შევარდნაძის პროიმპერიალისტურ პოლიტიკას და არც მის აკვიატებას ამერიკული იმპერიალიზმის სასარგებლოდ. მე დღემდე მაგას ვიძახი, მაშინ რატომ არ მიჭერდნენ მხარს? მთელი ჩემი შემოქმედების 80 პროცენტი არის პროტესტი, რომელიც იბეჭდებოდა „მწერლის გაზეთში“. კარგად მახსოვს, როცა 91-ში კონსტიტუციური ხელისუფლება დაამხეს, მაშინ მწერლების დიდი ნაწილი დუმდა, ხოლო 92 წელს მათ შევარდნაძის ხუნტას დაუკრეს ტაში და განდევნეს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მუხრან მაჭავარიანი. როცა გურამ შარაძე მოგვიკლეს, მაშინაც გავაპროტესტე, როცა მამის სახელი ამოიღეს, მაშინაც გავაპროტესტე. ბევრი ჩემი კოლეგა მაშინ წიგნებს გამოსცემდა. მე კი 50 წლის ასაკში გამომიცეს მეგობრებმა პირველი კრებული. 16 წლის მოსწავლემ, მეცხრე კლასში დავწერე ლექსი სათაურით „ზურგშექცეული“, „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქტორს მივუტანე და მისაყვედურეს, საბჭოთა საქართველოს რას ერჩითო! „ქართული სულის მომსვრელნო, იქნებ გახვიდეთ ფონს, ზურგშექცეული ვოცნებობ, თქვენგან რომ ვიყო შორს“. – ამისთვის გამაგდო რედაქტორმა. კიდევ კარგი, რომ არ დამიჭირეს. როცა ნაცებს დავუწერე „გიჟების მანიფესტი“, მეუბნებოდნენ, დასაკარგი არაფერი გაქვსო? სად არიან ახლა ეროვნულები? რატომ არ ისმის მწერლის ხმა მაშინ, როცა კოლხურ კოშკს მრავალსართულიანი კორპუსი დაადგეს? სად არიან ეროვნულები, როცა ცოტნე გამსახურდიას მის დედას და შვილებს არ ანახებენ? პატიმარ სააკაშვილთან კი შვილებიც შედიან და დედაც. დასავლეთი მაინც ხელებს იშვერს, მესამე პრეზიდენტის უფლებები ირღვევაო. როცა კოჰაბიტაცია შემოგვიგდეს, მაშინვე გავაპროტესტე. ახლა რატომ იკრიბებიან პროამერიკული, პროევროპული და პრორუსული ძალები? რა, თუ ევროპის კავშირში არ მიგვიღეს, ისე ქვეყანა ვერ ვიქნებით? ნორვეგია ევროპული ქვეყანა არ არის, მაგრამ მისი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურვილი არა აქვს, იყოს ევროკავშირის წევრი. ან რომ გვატყუებენ, თუ ევროკავშირის წევრი არ გავხდებით, არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობაო. უკვე რამდენი წელია, კვიპროსის რესპუბლიკა ევროკაშირის წევრია და მერე რა, როგორც იყო გახლეჩილი, ისეა დღესაც. თურქეთის მიერ ოკუპირებულია კუნძულ კვიპროსის 36 პროცენტი. ევროკავშირის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ. იმ ევროპულ პერსპექტივაში კი არაფერია ნათქვამი, რა ევალება „ოცნების“ რეჟიმს. ევროპარლამენტი იმაზე როდი ედავება „ოცნებას“, რატომ არის ქვეყანაში ასეთი უმუშევრობა, ასეთი სიღატაკე და გაჭირვება; რატომ იღუპენიან ადამიანები სამუშაო ადგილებზე; ევროპარლამენტი არ ედავება ჩვენს ხელისუფლებას იმაზე, რომ ქვეყანაში არ არის დაცული ეკონომიკური, სოციალური და შრომითი უფლებები. რა შრომითი უფლებებიც იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს, ისეთივეა დღესაც. ამაზე არავინ ედავება ივანიშვილს, როცა სანქციებზეა ლაპარაკი. ევროპარლამენტი არ ედავება „ოცნებას“ იმაზე, რომ 10 წელიწადია ხელისუფლებაში არიან და ვერ მიიღეს კანონი ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ. ევროპარლამენტს არ აინტერესებს ჩვენი ღვთაებრივი ანბანი და სამი დამწერლობა.  ევროპარლამენტი არ ედავება „ოცნებას“ იმაზე, რომ 30 წლის განმავლობაში ასე რატომ განადგურდა ქვეყანაში განათლების სისტემა, განსაკუთრებით სკოლა, ფორმალურად რომ არსებობს. სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტები ხომ საერთოდ აღარ არსებობს. უნივერსიტეტის სტუდენტები ახლა საცხოვრებელ ფართს ითხოვენ და ამის გამო უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტში იჭრებიან. ასეთი რამ ხომ არასდროს მომხდარა. ევროპარლამენტი არ ედავება „ოცნებას“ იმაზე, რომ თბილისის მერიაში იმაზე მეტი ადამიანი მუშაობს, ვიდრე ლონდონის მეგაპოლისის მერიაში.  25 წლის წინ დავწერე: „ქ. თბილისის მერია ქართველი ერის მტერია“ და 25 წლის შემდეგ ისევ იმავეს გავიმეორებ. ეს ის დრო იყო, როცა პირველად გააორმაგეს თბილისის მეტროპოლიტენის საფასური – 10 თეთრიდან გახადეს 20, ახლა რაღა ვთქვა, როცა 50 თეთრიდან ლარი გახადეს მეტროც და ავტობუსიც? არ არიან ახლა ეგენი ხალხი მტრები? ფეხით იარეთო, გვეუბნებიან. ევროპარლამენტი არ ედავება ჩვენს ხელისუფლებას იმაზე, თუ რატომ არ გახდა საქართველო წარმატებული ინდუსტრიული ქვეყანა, რატომ არ ვითარდება საწარმოო ძალები, ამ დროს საქართველო საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანა იყო. ევროპარლამენტი არ ედავება ოცნებას იმაზე, პოლიტპატიმარი ირაკლი დოკვაძე 25 წელი ციხეში რომ ჰყავდათ, ყველა რეჟიმის – შევარდნაძე-სააკაშვილ-ივანიშვილის დროს. რომელი ადამიანის უფლებებზეა ლაპარაკი? ასეთი რამ არ ხდება ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებშიც კი. ერთხელ მაინც თუ დაინტერესებულა ევროპარლამენტი, საქართველოს კონსტიტუციური წყობილება შეიარაღებულმა გადატრიალებამ რომ დაამხო? დასვა საკითხი, რატომ არ არის ეს საქმე გამოძიებული? ან რატომ არ არის პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე გამოძიებული? ასევე სხვა მკვლელობებიც ასეულობით ადამიანის, რომლებიც კონსტიტუციურ კანონიერებას იცავდნენ და მათ აწამებდნენ და ასამართლებდნენ. ეს ევროკავშირს არ აინტერესებს. მათი სამართალი შერჩევითია. სამაგიეროდ, ევროპარლამენტი ედავება ხელისუფლებას იმაზე, რატომ ზის ფაშისტი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ან ნაპროკურორალი გვარამია. სააკაშვილის ბედი მათ ხომ იმიტომ აინტერესებთ, რომ ის კარგი შემსრულებელი იყო, ხოლო გამსახურდიას ბედი არ აინტერესებდათ, რადგან საქართველოს პირველ პრეზიდენტს ყურით ვერ ათრევდნენ.

თეგები: გოჩა ხარანაული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ქილერთან” ხელმოწერილი კონტრაქტი უკვე მეცხრე წელია მოქმედებაშია” – გია ხუხაშვილი
ახალი ამბები

„კობახიძეს და ოხანაშვილს ახლა ჰგონიათ, თუ ხელისუფლებას ჩამოშორდებიან, პირველივე ხეზე ჩამოკიდებენ…“ – გია ხუხაშვილი

17:52 06-26-2022
“მაგთიკომს მომხმარებლები უჩივიან – რა ხდება თბილისის ერთ-ერთ უბანში?
ახალი ამბები

“მაგთიკომს მომხმარებლები უჩივიან – რა ხდება თბილისის ერთ-ერთ უბანში?

16:55 06-25-2022
„ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების სია – ის, რაც მათ ჰქონდათ და სხვებს ართმევენ
ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების სია – ის, რაც მათ ჰქონდათ და სხვებს ართმევენ

23:33 06-24-2022
“საგანგაშოდ მივიჩნევთ… გწერთ, რომ გაგიზიაროთ შეშფოთება… მთავრობის პასუხისმგებლობა…” – 25 საელჩოს წერილი პრემიერს და 3 მინისტრს
ახალი ამბები

რა იყო ღარიბაშვილის ცვლილების მიზეზი, რას შეიძლება აპირებდეს ივანიშვილი და რა გზა დაუტოვა ხელისუფლებამ ხალხს?

20:54 06-24-2022

ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ძველი  ავტომანქანის ჩაბარებისა და ახლის შეძენის მსურველ მომხმარებელს მათ ინტერესებზე მორგებულ პროექტებს სთავაზობს
ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ძველი ავტომანქანის ჩაბარებისა და ახლის შეძენის მსურველ მომხმარებელს მათ ინტერესებზე მორგებულ პროექტებს სთავაზობს

11:40 06-27-2022
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის
ბიზნესი

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის

17:33 06-23-2022
“პაციენტსა და ექიმს შორის კავშირი და ნდობა, მთავარია მკურნალობისას” – რთული ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც 15 წლის მოზარდს ჩაუტარდა
ახალი ამბები

“პაციენტსა და ექიმს შორის კავშირი და ნდობა, მთავარია მკურნალობისას” – რთული ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც 15 წლის მოზარდს ჩაუტარდა

17:24 06-22-2022
გარემოს დაცვის მინისტრი  „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის  ფარგლებში შესრულებულ პროექტებს გაეცნო
ახალი ამბები

გარემოს დაცვის მინისტრი „არემჯის“ გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში შესრულებულ პროექტებს გაეცნო

15:23 06-22-2022
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2021 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2021 Alia.ge - All rights reserved