გურჯაანში სამოქალაქო აქტივისტს თავს დაესხნენ – თორნიკე თევზაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ უცნობმა პირმა, თავდაპირველად, უხეშად მიმართა, შემდეგ კი სახის არეში დაარტყა.
კარგად ვარ. ჩემი აზრით მოგზავნილი არ იყო ანუ ტიტუშკა. გურჯაანის მერიის წინ სპარში სანამ შევიდოდა ოე ოე მეძახდა. არ მივაქციე ყურადღება და მერე კიდევ რომ დაიძახა ვუპასუხე. გადმოვიდა. მე უკან დავიხიე და დამარტყა. შუბლზე მომხვდა. მოკლედ არ მიმიღია სერიოზული დაზიანება.ნაცებზე გაბრაზებული ტიპი იყო. ნაცების გამო მცემეს. როგორი პარადოქსია. პოლიციაში ვიყავი. დასჯა არ მოვითხვე. უბრალოდ არ მომიახლოვდეს გააფრთხილეთ–მეთქი. ტიტუშკა რომ ყოფილიყო მოვითხოვდი. კერძო მოქალაქესთან არ მაქვს საქმე.” – წერს თორნიკე თევზაძე.
კომენტარები