• რეკლამა
  • კონტაქტი
08:42, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნატოს” ბაზაზე მოხვედრა ავტომატურად იმის ნიშანია, რომ ჩვენ ვჯდებით პირდაპირ ვერტმფრენში…” – რას ჰყვება ავღანეთში დარჩენილი ქართველი

ალია ავტორი - ალია
19:50 08-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

რა ხდება ავღანეთში, სადაც ამ დრომდე რჩებიან საქართველოს მოქალაქეები. მათი დიდი ნაწილი კვლავ ვერ ახერხებს უსაფრთხოების გამო ქაბულის აეროპორტამდე მისვლას.

“კურიერის” ინფორმაციით, მხოლოდ 6-მა ქართველმა მოახერხა ადგილზე მისვლა. ისინი შედარებით ახლოს იყვნენ აეროპორტთან. საქართველოს მოქალაქეების გადაყვანა თურქი სამხედროების დახმარებით უნდა მომხდარიყო.

“კურიერი” ესაუბრა ერთ-ერთ ქართველს, რომელიც ავღანეთში NATO-ს სპეციალურ ბაზაზე იმყოფება. ზაურ ჯაყელიძემ ისაუბრა თუ რა მდგომარეობაა, როგორ ემზადებიან ადამიანები ევაკუაციისთვის, როგორ ეხმარებიან მათ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები იმისთვის, რომ ჯერ პირველ ეტაპზე მოხდეს მათი დოკუმენტების წესრიგში მოყვანა და შემდეგ უკვე უსაფრთხო სამხედრო ვერტმფრენების დახმარებით დატოვონ ტერიტორია.

ზაურ ჯაყელიძე:

“ამ ბაზაზე მომხვედრი პირები, ვინც კი მოხვდება, ეს უკვე ავტომატურად იმის ნიშანია, რომ ჩვენ უკვე მარტივად ფეხით დაახლოებით 20-30 მეტრის მანძილის გავლა მოგვიწევს, შევდივართ ამ შენობაში, გავდივართ რეგისტრაციას და ვჯდებით პირდაპირ ვერტმფრენში. უახლოეს ბაზაზე გადავაადგილდებით, ეს იქნება შეიძლება ყატარი, ქუვეითი ან ერაყი თუნდაც, სადაც მოხდება უსაფრთხოება და ამის შემდეგ უკვე ჩვენი კომპანიები გვყიდულობენ ჩვენ ბილეთებს და მოვდივართ მშვიდობიანად სახლში.

დღეს სამწუხაროდ ვერ იქნება იქიდან გამომდინარე, რომ საელჩოს წარმომადგენლებს უკეთებენ პირველ რიგში ევაკუაციას, ამერიკელი იქნება ეს, ბრიტანელი თუ სხვა, ამის შემდეგ უკეთებენ ევაკუაციას ადგილობრივ მოსახლეობას, ვინც კონკრეტულად მუშაობდა ამერიკისთვის, ბრიტანეთისთვის, დანიისთვის და ა.შ. და ალბათ შემდეგ ვიქნებით ჩვენ”

თეგები: ავღანეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved