• რეკლამა
  • კონტაქტი
21:14, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნატო”, ტრამპი და ევროკავშირი – როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
14:52 04-10-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
185
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“მათ გამოცდა ვერ ჩააბარეს” – ეს ტრამპის სიტყვებია, რომელიც მისმა პრესსპიკერმა ნატოს წევრებზე საუბრისას გააჟღერა. იმ კითხვაზე პასუხად, აპირებს თუ არა ტრამპი ნატოდან გასვლას, კაროლინ ლევიტმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე პრეზიდენტს თავად ექნება საუბარი ალიანსის გენერალურ მდივანთან და თავის ხედვას ამის შემდეგ გააცნობდა მედიას. შეხვედრის შემდეგ კი ტრამპმა ნატოზე დაწერა, რომ ეს ქვეყნები გვერდზე არ დამიდგნენო. ნატოს გენერალურმა მდივანმა რუტემ კი CNN-თან საუბრისას ტრამპს გარკვეულწილად დაუჭირა მხარი.
ცხადია, გასვლა-დარჩენა მხოლოდ ტრამპის ერთპიროვნული გადასაწყვეტი არ არის და ამ ყველაფერს კონგრესის თანხმობა სჭირდება. მაგრამ ამ თემის დღის წესრიგში დაყენება და რიტორიკა უკვე დარტყმას აყენებს ნატოს, როგორც ერთიან ალიანსს.
ტრამპის მხრიდან მოთხოვნა გადაჭარბებული იყო: ნატო თავდაცვითი ალიანსია და შეტევით ომში მონაწილეობა წევრი სახელმწიფოებისთვის მხოლოდ ნებაყოფლობითია და შეთანხმების საფუძველზე ხდება. ამასთან, ირანთან ომის წინ აშშ-ს ნატოს წევრ სახელმწიფოებთან დეტალური კონსულტაცია არ გაუვლია და არც შეტევითი კოალიცია შეუქმნია სპარსეთის ყურეში. რაც მთავარია აშშ-ს არ მოუთხოვია მეხუთე მუხლის ამუშავება. შესაბამისად, ევროპელების ომში ჩართვის მოთხოვნის სამართლებრივი თუ პოლიტიკური საფუძველი მინიმალური იყო – მით უფრო უკრაინისა და გრენლანდიის კრიზისების შემდგომ.
თუმცა, ამ კრიზისების ფონზე, ნატოს ზოგიერთი ქვეყნიდან ჯარის გამოყვანა რომ დაიწყოს აშშ-მ, ეგ უფრო მოსალოდნელია, ვიდრე ალიანსის ერთიანი რღვევის პროცესი. მაგრამ გრძელვადიან უცნობია რა იქნება. ზოგიერთი წევრი სხვა წევრებით უკმაყოფილო რომ არიან ეგ ისედაც ნათელია. მაგალითად, ბალტიის და ჩრდილოევროპული სახელმწიფოები სამხრეთ-დასავლეთსა და ბალკანეთსა და სლოვაკეთ-უნგრეთს ნაკლებად ენდობოდნენ. ამ ყველაფერმა ალიანსის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომ გამოიწვიოს არაა გამორიცხული.
ზოგადად, ტრამპი და რუტე იმაში არ ცდებიან, რომ ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო ვერ იყო და ვერ არის სამხედრო მზაობის მოწოდების სიმაღლეზე. საბედნიეროდ ამ ტრამპის რიტორიკამ თავისდაუნებურად თანდათან წაახალისა ევროპული მილიტარიზაცია. და ეს მხოლოდ დასაწყისია. მაგრამ როგორც არ უნდა განვითარდეს ნატო-ამერიკის ურთიერთობა, ნათელია, რომ უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია საკუთარი თავისა და რეგიონული მოკავშირეების კბილებამდე შეიარაღებაა. გადაჭარბებულია, მხოლოდ ერთი მოკავშირის იმედზე ყოფნა. ყველა კვერცი ერთ კალათაში რომ არ უნდა ჩააწყო ეს საქმიანობის პირველი წესია.
გარდამავალი პერიოდი რთული და ტურბულენტური იქნება და არის კიდეც. მაგრამ თუკი ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში სამხედრო-პოლიტიკური სიმძიმის ახალი ცენტრი გაჩნდა, ეს სურათს სრულიად შეცვლის უკეთესობისკენ. ომების დაბრუნებამ და არაპროგნოზირებადმა გარემომ საზოგადოებრივი აზრი თანდათან შეცვალა და თვითგამოცხადებული პაციფიზმი ჩანაცვლებას იწყებს.
ზოგადად კი, საუკეთესო სცენარში, ძლიერი ევროპა და ძლიერი, თანმიმდევრული ამერიკა ჩვენთვის, საქართველოსთვის, ყველაზე სასურველი და მნიშვნელოვანი სცენარია.
თეგები: გიორგი კობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved