• რეკლამა
  • კონტაქტი
10:24, ორშაბათი, 4 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

NATO-მ ღარიბაშვილს აცნობა, რომ ის არ იყო სასურველი სტუმარი ვილნიუსის სამიტზე – FAZ

ალია ავტორი - ალია
15:27 07-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
465

გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung წერს, რომ  NATO-მ საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ის არ იყო სასურველი სტუმარი ვილნიუსის სამიტზე. გამოცემა ამბობს, რომ იმ ფონზე, როცა უკრაინა NATO-ს უახლოვდება, საქართველო და ნატო პოლიტიკურად უფრო და უფრო შორდებიან.

“მიუხედავად იმისა, რომ კვლევების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 80%-ს ორი დეკადის განმავლობაში მუდმივად სურს NATO-ში შესვლა, ურთიერთობების მდგომარეობის სიმპტომი ისაა, რომ საქართველო  ვილნიუსის სამიტზე პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სახით არაა წარმოდგენილი, არამედ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე. NATO-მ ხელისუფლების ლიდერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ის არ იყო სასურველი [სტუმარი]” – წერია სტატიაში.

გამოცემა ამბობს, რომ ღარიბაშვილი სასურველი სტუმარი არაა მაისის ბოლოს, ბრატისლავაში გაკეთებული განცხადების გამო. ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.

“საქართველოს პრემიერმინისტრი არაა სასურველი სტუმარი ვილნიუსის სამიტზე, რადგან მან მაისის ბოლოს, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში უსაფრთხოების პოლიტიკის კონფერენციაზე უკრაინაში ომის შესახებ განაცხადა, რომ „ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო NATO, NATO-ს გაფართოება“. მას აქამდე არასდროს ასე მკაფიოდ არ გაუმეორებია კონფლიქტის დაწყების რუსული ვერსია. თუმცა ეს არ ყოფილა წამოცდენა. უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება კიდევ უფრო ღიად მიმართავს ანტიდასავლურ პროპაგანდას”, – ნათქვამია სტატიაში.

თარგმანი – მთავარი არხი

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved