• რეკლამა
  • კონტაქტი
02:46, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნათია თურნავა: იმედი გვაქვს, ადამიანები მაქსიმალურად შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს და ნაკლები იქნება 1 200-ლარიანი დახმარების მიღების კანდიდატი

ალია ავტორი - ალია
14:06 12-05-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

დიდი იმედი გვაქვს, ადამიანები მაქსიმალურად შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს და  ნაკლები იქნება 1 200-ლარიანი დახმარების მიღების კანდიდატი, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მინისტრმა იმ დახმარებებზე ისაუბრა, რომლებიც მთავრობის მხრიდან მოსახლეობისთვის არის შეთავაზებული.

„300-ლარიანი დახმარება, ეს არის თვითდასაქმებული ადამიანებისთვის, ვინც სწორედ იმ შეზღუდულ დარგებში საქმიანობს და დროებით დაკარგავს შემოსავალს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ ახალ წლამდე მოხდეს ამ თანხის ჩარიცხვა და აქედან გამომდინარე, უსწრაფესად მოახერხეს ჩვენმა კოლეგებმა, ფინანსთა სამინისტრომ, ამ პროცესის გამართვა და უკვე დაიწყო რეგისტრაცია.

რაც შეეხება 1 200 ლარიან დახმარების პაკეტს, რომელიც არის გამიზნული იმ ადამიანებისთვის, ვინც მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, მაინც დაკარგავს სამუშაო ადგილს, რა თქმა უნდა, უნდა გავიდეს თუნდაც ერთი თვე, რომ ჩვენ დავინახოთ ვინ შეინარჩუნა და ვინ, სამწუხაროდ, დაკარგა სამსახური და დროებით დავუკომპენსიროთ ეს დანაკარგი“, – განაცხადა თურნავამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, უკვე დაწყებულია სარესტორნო ინდუსტრიიდან სესხების პროცენტის სუბსიდირებაზე ​განაცხადების მიღება.

„ძალიან ვჩქარობთ და უკვე დაწყებულია გუშინდელი დღიდან განაცხადების მიღება ტურისტული სექტორიდან, კერძოდ, სარესტორნო ინდუსტრიიდან სესხების პროცენტის სუბსიდირებაზე “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში. ესეც გვინდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავახმაროთ, რადგან მათთვის ღირებულია, რომ რაც შეიძლება მალე მიიღონ ეს ფინანსური დახმარება და შეინარჩუნონ მაქსიმალურად სამუშაო ადგილები.

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ნაკლები იქნება იმ 1200-ლარიანი დახმარების კანდიდატი, ანუ მაქსიმალურად შეინარჩუნებენ ადამიანები სამუშაო ადგილს და არ დაკარგავენ სამსახურს, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა თურნავამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved