• რეკლამა
  • კონტაქტი
05:40, პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნათია ჯანაშიას სარჩელის განხილვაზე ლონდონის სასამართლო, სავარაუდოდ, უარს იტყვის – გიორგი კაპანაძე

ალია ავტორი - ალია
10:14 06-08-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
281

“ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე დავის მონიტორინგისას გამოიკვეთა, რომ ნათია ჯანაშიას მხარე დიდ იმედებს ამყარებს ლონდონის სასამართლოს მიერ მისი სარჩელის განხილვაზე. თუმცა, ამთავითვე ცხადია, რომ ინგლისისა და უელსის იუსტიციის უმაღლესმა ბიზნესისა და ქონებრივი საქმეების სასამართლომ შესაძლოა უარი უთხრას ჯანაშიას განხილვის პროცესის დაწყებაზე“, – განმარტავს  ახალგაზრდა “ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” – აფბას ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე. შეგახსენებთ, დავა, რომელიც “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მინორიტარი აქციონერის (30%), ნათია ჯანაშიას მიერ არის ინიცირებული, მათ შორის, ლონდონის სასამართლოშიც მიმდინარეობს.

კაპანაძე აღნიშნავს, რომ არსებობს საკმაოდ მაღალი ალბათობა, რომ ლონდონის სასამართლოშისარჩელის განხილვა არ მოხდეს. “ამა წლის ივლისში ლონდონის სასამართლოში უნდა გაიმართოს სარჩელის დაშვებადობის თაობაზე სასამართლოს განხილვები. პრეცედენტები, როდესაც კონკრეტულად ამ სასამართლოს არ დაუწყია სარჩელის არსებითი განხილვა და უარი უთქვამს მოსარჩელისთვის, უამრავია. ნათია ჯანაშიას უსუსტესი და დაუსაბუთებელი სამართლებრივი არგუმენტები, რომელსაც სარჩელის შეტანიდან  დღემდე ვისმენთ, კარგად აღწერს მისი პოზიციის მყიფე საფუძველს. მკაფიოდ ჩანს, რომ მოსარჩელემ მთელი ძალისხმევა სარჩელის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანასა და ფსევდოემოციურ სენტიმენტებში ჩადო, რაც ისეთი ტრადიციების მქონე სასამართლო სისტემისთვის, როგორიც ბრიტანულია, მიუღებელიდა შეუფერებელია. თვალთმაქცობას და თაღლითობას, შეჯიბრებითობის პრინციპების უხეშ დარღვევას ლონდონში არ პატიობენ“, – ამბობს კაპანაძე.

მისივე თქმით, გარემოებები, რასაც სასარჩელო განცხადება ეყრდნობა დიდწილად მოგონილია, მოკლებულია იურიდიულ არგუმენტაციას, ხოლო სარჩელში წარმოდგენილი მსჯელობა არათანმიმდევრულია და აშკარად ჩანს ავტორთა რეალური განზრახვა, მაქსიმალურად შეფუთონ ის რეიდერული შეტევაა, რომელიც ერთხელ უკვე სარფიანად გაყიდული სკოლის ისევ ხელში ჩასაგდებად აწარმოებენ.

კაპანაძეს მიაჩნია, რომ ლონდონის სასამართლო, სარჩელის განხილვის დაწყების იურისდიქციის დაშვების შემთხვევაშიც კი, აუცილებლად მკაცრ შეფასებას მისცემს ნათია ჯანაშიას მცდელობას, ბიზნესდავა პოლიტიკურ კონტექსტში გადაიყვანოს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა

18:25 10-29-2026
კახეთის სასტუმროები
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები – სად დავრჩეთ რეგიონის უკეთ გასაცნობად?

17:17 10-29-2026
Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
ახალი ამბები

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

16:33 10-29-2026
პეპტიდები
ახალი ამბები

ორგანიზმის აღდგენა და გაახალგაზრდავება – რა უნდა იცოდეთ პეპტიდების შესახებ?

16:22 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved