• რეკლამა
  • კონტაქტი
14:49, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნათია ჯანაშიას პრეტენზიები „საქართველოს კაპიტალის“ კუთვნილი მიწის აკადემიის კაპიტალში უფასოდ შეტანაზე, მოგონილია – აფბა

ალია ავტორი - ალია
12:27 03-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

“ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან” დაკავშირებული დავის მონიტორინგის ფარგლებში,“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” – აფბას ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ მედიასთან  დავის შემადგენელ ერთ კონკრეტულ მომენტზე ისაუბრა.

მისი თქმით, დავის ერთ-ერთ ასპექტს წარმოადგენს, თავის დროზე, მხარეებს შორის შეთანხმებული საინვესტიციო ვალდებულებებისა და მოგვიანებით დავაში საეჭვოდ გაჩენილი „საქართველოს კაპიტალის“ საკუთრებაში არსებული ოქროყანის მიწის საკითხები.

“როგორც საჯაროდ გავრცელებული განცხადებებიდან ნათლად იკვეთება, “საქართველოს კაპიტალის” მიერ, ჯანაშია-ცეცხლაძისგან „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“70%-იანი წილის შეძენას 2019 წელს, თან ახლდა საინვესტიციო ვალდებულებებიც. რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობდა შეთანხმებული მოცულობის თანხის ინვესტირებას აკადემიის განვითარებისთვის. საამისოდ, ორივე მხარეს, საკუთარი წილის შესაბამისად, უნდა გამოეყოინვესტიციისთვის საჭირო თანხები, მათ შორის, კამპუსების მშენებლობაზე. ნათია ჯანაშიას დირექტორობის დროს ლისზე  კამპუსი აშენდა – თუმცა, ყველა თავდაპირველი შეთანხმებისა და პირობის დარღვევით, ბიუჯეტის რამდენიმე მილიონიდოლარის გარღვევით და გაფლანგვით და კატასტროფული დაგვიანებით.“, – აღნიშნა კაპანაძემ

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჯანაშია-ცეცხლაძის მიერ 2 წლის განმავლობაში ტირაჟირებული ვერსიით, დავის დაწყების ერთ–ერთი მიზეზი სწორედ “საქართველოს კაპიტალის” მხრიდან საინვესტიციო ვალდებულებების შუსრულებლობაა, რაც ფაქტების შესწავლითა და დავის მონიტორინგით არ დადასტურდა.

“ფაქტია, ჯანაშია-ცეცხლაძე აპელირებენ, რომ “საქართველოს კაპიტალმა” ვალდებულებები არ შეასრულა. ჩვენ დეტალურად გავაანალიზეთ, მათ მიერ ამ პერიოდის განმავლობაში გავრცელებული ყველა განცხადება და შევისწავლეთ ნათია ჯანაშიას ყველა ბრიფინგის მასალა და ინტერვიუ. თუმცა, ქალბატონ ჯანაშიას ამ ხნის განმავლობაში გავრცელებულ არცერთ აქტივობაში არათუ არდაუმტკიცებია, არც კი უხსენებია დასაბუთებულად,კერძოდ, რა საინვესტიციო ვალდებულებები ჰქონდა “საქართველოს კაპიტალს” და როდის და რა საკითხში მოხდა ამ პირობის დარღვევა.

ფაქტია, რომ ლისის ახალი კამპუსის მშენებლობა 2020 წელს დაიწყო და ის ამჟამად, 4 წლიანი დაგვიანებით, მაგრამ დასრულებულია და ფუნქციობს, ანუ მოსწავლეები დადიან და სარგებლობენ ამ კამპუსით. ხაზს ვუსვამ, კამპუსისმშენებლობა დაიწყო 2020 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც „საქართველოს კაპიტალმა“ შეიძინა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70 პროცენტი. ლისის კამპუსი აშენდა კომპანიის მოგებიდან, ანუ აქციონერებისთვის გასაცემი დივიდენდებისსახსრებით (ანუ ამ კამპუსის მშენებლობაში აქციონერების მიერ წილების შესაბამისად რეინვესტირებული დივიდენდების) და დამატებითი სესხის ხარჯზე.

ლისის კამპუსის მშენებლობაში „საქართველოს კაპიტალმა“ მოახდინა ღირებულების 70%-ის ინვესტირება და ნათია ჯანაშიამ 30%-ის. სხვანაირად ეს კამპუსი ვერ აშენდებოდა და პრეტენზიებიც 2025 წელს არ გაჩნდებოდა, როდესაც ნათია ჯანაშია გადააყენეს დირექტორობიდან, არამედ ჩვენ პრობლემების შესახებ შევიტყობდით უკვე 2020 წელს, როდესაც მშენებლობის თანხებს ნათია ჯანაშია და მისი მეუღლე, ბატონი დავით ცეცხლაძე განკარგავდნენ. თავად ნათია ჯანაშია არ უარყოფს, რომ სკოლამ საკუთარი სახსრებით (ანუ კომპანიის (აქციონერთა) მოგებიდან ჩაბრუნებული ინვესტიციებით) „საქართველოს კაპიტალის“ შემოსვლიდან 5 წლის განმავლობაში 38 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა პროექტებში.

ყურადსაღებია ის მომენტიც, რომ ამ კამპუსის მშენებლობაში აქციონერებმა წილობრივად მიიღეს მონაწილეობა, და ოქროყანის მიწის კაპიტალში შეტანის პროცესშიც, სწორედ ეს თანაფარდობა უნდა ყოფილიყო დაცული. უფრო მეტიც, „საქართველოს განათლების ჯგუფის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი კეთილაძის მტკიცებით, არსებობს უტყუარიმტკიცებულებები ელექტრონული მიმოწერის სახით, სადაც „საქართველოს კაპიტალის“ მიერ საკუთარი მიწის „აკადემიის“ კაპიტალში შემოტანის საპასუხოდ, ნათია ჯანაშიას მხარე ითხოვს თავისი შენატანის რამდენიმე წელზე გადანაწილებას.

როგორც უკვე აღვნიშნე, მიწის ღირებულების კაპიტალში უფასოდ შეტანაზე არავინ არც კი ოცნებობდა და ეს საკითხი დავაში მოგვიანებით ჩნდება, როდესაც სადავო, ფაქტობრივად, არც არაფერი დარჩა, გარდა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ კუთვნილი სახსრების დიდი ოდენობით გაფლანგვა-მიტაცების ფაქტებისა, რომელიც საერთაშორისო აუდიტის მიერ უკვე დადასტურებულია. ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „საქართველოს განათლების ჯგუფის“ („საქართველოს კაპიტალის“ შვილობილის) მიმართვის საფუძველზე და მოიცავს იმ პერიოდს, როდესაც ნათია ჯანაშია იყო „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორი.

ნათია ჯანაშიას პრეტენზიები „საქართველოს კაპიტალის“ კუთვნილი მიწის კაპიტალში უფასოდ შეტანაზე, რომ შეთითხნილია, ისიც მოწმობს, რომ თავად ნათია ჯანაშია და მისი მეუღლე დავით ცეცხლაძე განცხადებებში ამ მიწას ხან ოქროყანაში მდებარედ მოიხსენიებენ და ხან ტაბახმელაში.

ამასთან, დადასტურებულია ის ფაქტიც, რომ ოქროყანის კამპუსის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ჯანაშია-ცეცხლაძის მხრიდან უკვე დახარჯულია 3 მილიონზ ლარზე მეტი, მაგრამ საქმე დაძრულიც კი არ არის ადგილიდან. ნათია ჯანაშიამ და დავით ცეცხლაძემ, რომლებიც იმ პერიოდში აკადემიის მენეჯმენტს წარმოადგენდნენ, ვერ მოახერხეს მშენებლობის ნებართვების მოპოვება, ხარჯთაღრიცხვისა და სათანადო საბიუჯეტოდოკუმენტაციის მომზადება, რის საფუძველზეც უნდა დაწყებულიყო საინვესტიციო პროექტების გახორციელება“, – ამბობს აფბას ხელმძღვანელი.

გიორგი კაპანაძის თქმით: „ღია წყაროებში განთავსებული მასალების, ინტერვიუებისა და განცხადებების ანალიზის შედეგად, დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ „საქართველოს კაპიტალის“ საკუთრებაში არსებული მიწის „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ კაპიტალში უფასოდ შეტანის ვალდებულება არ ფიგურირებს არც წილის შესყიდვის ხელშეკრულებაში და არც სხვა რაიმე სახის მემორანდუმებსა თუ შეთანხმებებში. უფრო მეტიც, დავის საწყის ეტაპზე, ნათია ჯანაშიას არცერთ განცხადებაში ეს საკითხი არ წამოწეულა და ჩნდება გაცილებით მოგვიანებით როგორც პოლიტიკური მანევრის სტრატეგიული ნაწილი.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved