• რეკლამა
  • კონტაქტი
20:36, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნათია ჯანაშიამ 60 მილიონიანი ქონება „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ ინვესტორის შესვლის შემდეგ დააგროვა

ალია ავტორი - ალია
13:15 06-04-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
195

„ნათია ჯანაშიამ უზარმაზარი ქონება, რომელიც 60 მილიონს აღემატება „ბრიტანულ-ქართული აკადემიაში“ ინვესტორის სახით „საქართველოს განათლების ჯგუფის“ შესვლის შემდეგ დააგროვა და მისი კეთილდღეობის წყარო სწორედ ინვესტორია. აკადემიის 70%-იანი წილის გაყიდვამ და კეთილსინდისიერი პარტნიორის შემოსვლამ ნათია ჯანაშიას და მისი ოჯახის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. წილის გასხვისების მეორე დღესვე, ჯანაშიას და მისი მეუღლის ანგარიშზე 30 მილიონი ლარი ჩაირიცხა. ამ ფაქტიდან რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ ჯანაშიას ოჯახის უძრავ-მოძრავი ქონება პროგრესულად მზარდია“, – აცხადებენ „აფბას“ აუდიტორულ სამსახურში.

შეგახსენებთ, აფბა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს, რომელიც აკადემიის ყოფილმა დირექტორმა და მინორიტარმა, ნათია ჯანაშიამ სწორედ ინვესტორის –„საქართველოს განათლების ჯგუფის“ წინააღმდეგ წამოიწყო.

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ნათია ჯანაშია დღეს საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია და მისი ქონება 60 მილიონ ლარს აჭარბებს.  „კვირა“  დაინტერესდა თუ რა როლი უკავია ჯანაშიას ქონების შექმნაში ინვესტორ კომპანიას და ამ კითხვით აფბას აუდიტორულ სამსახურს მიმართა.

„ცხადია ჯანაშიას აქტივების ზრდაში ინვესტორის ტრანზაქციებს უდიდესი როლი უკავია. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70%-ის გაყიდვის შედეგად მიღებული 30მილიონი ლარი და დარჩენილი 30%-იანი წილის ღირებულება, რომლის გამოსყიდვის შეთავაზებაც 2024 წელს „საქართველოს განათლების ჯგუფს“ აქვს გაკეთებული.

ასევე, გასათვალისწინებელია ის მოგება, რომელიც „ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ“ 2019-2025 წლებში მიიღო, რა პერიოდშიც აკადემიის საკონტროლო პაკეტს სწორედ „საქართველოს განათლების ჯგუფი“ ფლობდა. ეს ყველაფერი საჯაროა და მონაცემების გაცნობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ სპეციალურ გვერდზე, რომელიც სახელმწიფო ანგარიშგების პორტალზეა განთავსებული. აქტივების დათვლაში მოხვდა თავად ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის მიერ ნახსენები ძვირადღირებული ავტომანქანები, კატარღები, საბრძოლო იარაღები. თუმცა, ნუსხის მიღმა დარჩა ძვირფასეულობა, საიუველირო ნაკეთობები, შვეიცარული საათები და სახელგანთქმული დიზაინერების ძვირფასი სამოსი, რომელიც დეკლარირებული არ არის“, – აცხადებენ აფბას აუდიტორულ სამსახურში.

აფბა აგრძელებს ამ მიმართულებით მონიტორინგს და ცვლილებების შემთხვევაში, მოახდენს ქონებრივი და აქტივების მაჩვენებლების კორექტირებას უახლესი ცნობების მიხედვით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved