• რეკლამა
  • კონტაქტი
07:21, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნათია ჯანაშია ქართულ სასამართლო სისტემას ლონდონში ამცირებს

ალია ავტორი - ალია
13:49 06-26-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
200

საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის ანალიზისა და ლონდონის სასამართლოში ნათია ჯანაშიას მიერ წარდგენილი სარჩელის შესწავლის შედეგად,იკვეთება საკმაოდ საშიში ტენდენცია, როდესაც კერძო, სუბიექტური ფინანსური ინტერესების გამო ხდება ღიაშეტევა სახელმწიფო ინსტიტუტებზე.

ნათია ჯანაშიას მხრიდან საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის მიზანმიმართული დამცირება საერთაშორისო ასპარეზზე უკვე გასცდა ჩვეულებრივი კორპორაციული დავის ფარგლებს და სახელმწიფოებრივი დაზიანების ხასიათს ატარებს“, – ამის შესახებ აფბას მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. შეგახსენებთ, აფბა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ირგვლივ, აკადემიის ყოფილი დირექტორის, ნათია ჯანაშიას მიერ “საქართველოს განათლების ჯგუფის“ წინააღმდეგ წამოწყებული დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.

აფბას მონიტორინგის სამსახურის შეფასებით, ბრიტანულ იურისდიქციაში წარდგენილი არგუმენტები გამოირჩევა ქართული სასამართლოსადმი რადიკალური, აგრესიული და აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი ტონით.

“ბრიტანეთის სასამართლოში წარდგენილ სარჩელში ნათია ჯანაშია ბიძინა ივანიშვილს და მოქმედ ხელისუფლებას უწოდებს კორუმპირებულ და ოლიგარქიულ რეჟიმს, ხოლო საქართველოს სახელმწიფოს – კორუმპირებულ ქვეყანას, რომელმაც გადაუხვია ევროპის გზიდან რუსეთისკენ.

ამავდროულად ნათია ჯანაშიას მხარე სარჩელში პირდაპირ აცხადებს, რომ მას საქართველოში “სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვს“ და სასამართლო სისტემას კორუმპირებულს უწოდებს. ამავე სარჩელში პერსონალურად არის ნახსენები კონკრეტული ქართველი მოსამართლეები, რათა შეიქმნას ილუზია, თითქოს მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული სახელმწიფოებრივი დევნა მიმდინარეობს“, – აცხადებენ აფბას მონიტორინგის სამსახურში.

მონიტორინგის სამსახურის მიერ დოკუმენტების შესწავლის შედეგად, ასევე იკვეთება ნათია ჯანაშიას ორმაგი სტანდარტი. კერძოდ, როდესაც ნათია ჯანაშია ადგილობრივ სახელმწიფო უწყებებს მიმართავს, ის ავლენს “კანონმორჩილი მოქალაქის” სახეს. საქართველოში ისინსტიტუტებს პატივს სცემს, კანონის უზენაესობაზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს. ხოლო, როგორც კი საქმე საერთაშორისო ასპარეზს და ბრიტანულ იურისდიქციასეხება, იგივე ნათია ჯანაშია რადიკალურად იცვლის სახეს და საქართველოს ხელისუფლებას “ავტორიტარულ რეჟიმად“ მოიხსენიებს, ხოლო ქვეყანას ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსულ ორბიტაზე დაბრუნებულად. ამიტომ, კითხვას, რომელიც ჩნდება და ისმის ასე – რომელიჯანაშიაა გულწრფელი, – რომელიც თბილისში კანონის უზენაესობაზე საუბრობს და სახელმწიფო სტრუქტურებისგან დახმარებას ელის, თუ ის, რომელიც ლონდონში საკუთარ ქვეყანას “ტოტალიტარულ ჭაობად “წარმოაჩენს, – პასუხი არ აქვს”, – მიიჩნევენ აფბას მონიტორინგის სამსახურში.

“ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, იკვეთება, რომ ნათია ჯანაშიასთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მის მიერ მოხმობილი არგუმენტები რამდენად შეესაბამება სიმართლესა და რეალობას. მთავარია, მისმა ნარატივმა, სარჩელში წარდგენილი პოზიცია იქნება ის, თუ საჯარო სივრცეში გამოთქმული,  იმ კონკრეტულ მომენტში მოუტან სსარგებელი მის პოზიციას – დასძენენ ანალიტიკოსები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved