• რეკლამა
  • კონტაქტი
15:20, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნათია ჯანაშია გარდაუვალი პასუხისმგებლობის წინაშე დადგა

ალია ავტორი - ალია
13:39 08-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,892

“დიდი ოთხეულის წევრი საერთაშორისო აუდიტორულიკომპანიის მიერ “ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში” აღმოჩენილი დარღვევების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე (#092060925001).

გამოძიება “საქართველოს განათლების ჯგუფის” განცხადების  საფუძველზე წარმოებს დასამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შპს„ბრიტანულ–ქართული აკადემიის” კუთვნილი, დიდიოდენობით თანხის შესაძლო მითვისება –გაფლანგვის ფაქტს იძიებს. გამოძიების პერიოდი მოიცავს ნათია ჯანაშიასა და მისი ქმრის, დავით ცეცხლაძის მენეჯმენტში ყოფნის პერიოდს (2019-2024 წლებს)”, – აზუსტებენ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” – აფბას მონიტორინგის სამსახურში.

აფბას მონიტორები იმ რამდენიმე კონკრეტული ეპიზოდის თაობაზეც საუბრობენ, რაც აუდიტის ყურადღების ქვეშ მოექცა და რომელთა გამოაშკარავებაც ნათია ჯანაშიას, როგორც კომპანიის მენეჯერის გარდაუვალი პასუხისმგებლობის წინაშე დადგომას იწვევს.

„ერთ-ერთი ეპიზოდი ეხება გამორკვეულ გარემოებას, რომლის თანახმადაც ცხადი ხდება, რომ 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის იანვრის ჩათვლით, მენეჯმენტ-კონტრაქტის დასრულების შემდგომ პერიოდში, ყოფილმა მენეჯმენტმა, შეუთანხმებლად, უკანონოდ განაგრძო საკუთარ თავზე ფულადი ანაზღაურების გაცემა და ხელფასებზე დანამატის სახით სალაროდან მათ ზუსტად 666 666 ლარი მიიღეს.

მორიგი ეპიზოდია „აკადემიის“ ბიუჯეტიდან მენეჯმენტის პირადი მოგზაურობების, შვილებისა დაქმრის მშობლების ჯანმრთელობის დაზღვევის, ნათესავების სწავლის ღირებულების დაფინანსების ფაქტები. ამ პროცესმა „აკადემიას“, ჯამში, 2 მილიონ ლარამდე ზარალი მიაყენა“, – აღნიშნავენ აფბაში.

აფბას მონიტორების განცხადებით, ფინანსური მაქინაციის კიდევ ერთი ეპიზოდი ასახავს  ნათია ჯანაშიას ქმრის პირადი ფართების „აკადემიის“ ხარჯზე გარემონტების ფაქტს. „როგორც ირკვევა, ნათია ჯანაშიას ქმრის კუთვნილი ეს ფართები, შემდგომ ჯანაშია-ცეცხლაძისავე მენეჯმენტმა „აკადემიის“ უცხოელი მასწავლებლების საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის დაიქირავა და საკუთარსავე თავს, რაც მთავარია, საბაზროსთან შედარებით გაცილებით მაღალ ფასად უხადა ქირის ღირებულება. აუდიტის თანახმად, ამ მაქინაციამ „აკადემია“ დამატებით 341,878.45 ლარით აზარალა.

აქვე შეიძლება აღინიშნოს კიდევ ერთი გახმაურებული ფაქტის თაობაზე. საუბარია იმაზე, რომ „აკადემიის“ კაფეტერია მარაგდებოდა საბაზროსთან შედარებით ბევრად ძვირად შეძენილი პროდუქციით, რომლის ღირებულებასაც, ცხადია, „აკადემიის“ ბიუჯეტი ფარავდა. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით ირკვევა ისიც, რომ მენეჯმენტის მიერ მომარაგების პროცესი მინდობილი იყო ნათია ჯანაშიას ქმართან აფილირებული პიროვნების კომპანიაზე და აქ მთავარი კიდევ ის არის, რომ ამ კომპანიის ერთადერთი ბიზნესსაქმიანობა სწორედ „აკადემიის“ კაფეტერიის მომარაგება იყო… საგულისხმოა ისიც, რომ ინვესტორის მიერ ჯანაშია-ცეცხლაძის მენეჯმენტის დათხოვნისთანავე, ამ კომპანიამ, ფაქტობრივად, მყისიერად დაანება თავი კაფეტერიის პროდუქციით მომარაგებას“, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

აფბას მონიტორები მიიჩნევენ, რომ ზემოთ აღწერილი და კიდევ სხვა ფაქტები და გარემოებები გარდაუვლად გამოიწვევს ნათია ჯანაშიას, როგორც „აკადემიის“ მენეჯერის, პასუხისმგებლობის წინაშე დადგომას.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved