• რეკლამა
  • კონტაქტი
14:04, სამშაბათი, 24 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნასამართლევი ექიმი და პატიმრები სანიტრებად” – გვარამია ციხის საავადმყოფოზე

ალია ავტორი - ალია
19:12 10-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
81

ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს – ინფორმაციას ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ავრცელებს და იმ მედიკოსთა შემადგენლობას ასახელებს, რომლებიც ამჟამად იქ მუშაობენ:

“დაწესებულების მთავარ ექიმად 2 დღის უკან დაინიშნა მანანა ელეპტეროვა, რომელიც მანამდე ციხის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე იყო. 

ციხის საავადმყოფოში არის მხოლოდ 2 ქირურგი. ერთი ქირურგი კოტე ჭანატურია სასჯელს იხდიდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბავშვის გატაცებაზე, ჩვენი ინფორმაციით და მისი მეუღლე გახლავთ კახეთის რეგიონის ოცნების კოროოდინატორი.” ამბობს ნიკა გვარამია.

მისი თქმით, ეს არის ინტერესთა კონფლიქტი ყოფილ ხელისუფლებასთან და მიხეილ სააკაშვილთან, რაც მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველია.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ციხის საავადმყოფოში ამჟამად 2 თერაპევტი, სამი ინფექციონისტი, 1 ვენეროლოგი, 4 ექთანია მიმღებაში, ხოლო რენდგენს იღებს ლაბორანტი პორტატული აპარატით, ასევე არის 2 ექიმი ფსიქიატრი. 

ნიკა გვარამიას განცხადებით, ციხის საავადმყოფოში არალიცენზირებულია იმ სამედიცინო დახმარებისთვის, რომელიც საჭიროა მიხეილ სააკაშვილისთვის და მხოლოდ ახლა შეაქვთ აპარატურა.

გარდა ამისა, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, კლინიკა ვივა მედი ადასტურებს, რომ პენიტენციური დაწესებულებასთან 2 წლის წინ ხელშეკრულება გაფორმდა და მათთან ყოველწლიურად 2 000-მდე პატიმარი შეჰყავთ, მათ შორის მოშიმშილე პატიმრებიც:

“შესაბამისად ეს პატიმრები წარმოადგენენ საშიშროებას გარესამყაროსთვის და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილისთვის. დღეს ციხის საავადმყოფოში არ არიან სანიტრები და მათ ფუნქციას ასრულებენ პატიმრები, ამ პატიმრებს ექნებათ სრული ხელმისაწვდომობა მიხეილ სააკაშვილთან” – ამბობს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ დაცვის მხარე სრულად გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ციხის საავდმყოფოში, რადგან ფლობენ ინფორმაციას ე.წ. იმიტირებული ბუნტის შესახებ:

ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას იმიტირებული ბუნტის შესახებ, სააკაშვილი უნდა იყოს მუდმივი სტრესის ქვეშ და ე.წ. შუმოკით უზრუნველყოფენ ამას, ანუ იქნება ნონ სტოპ რეჟიმში პატიმრების გასაგებია რა ტექსტებიც და ბრახუნი რკინის მეტალების ნივთების და არავითარი ხმის იზოლაცია არ არსებობს. ეს იქნება სააკაშვილის სმენის არეალში მუდმივად, რაც წარმოუდგენელი ფსიქიური ზეწოლაა სააკაშვილზე – ამბობს ნიკა გვარამია

თეგები: მიხეილ სააკაშვილინიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

13:51 02-24-2026
ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი

12:04 02-24-2026
სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა – სადამდე გამყარდება ლარი?

16:59 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved