ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:
ნასაკირალში მთლიანად განადგურებულია 60 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის სახლი, ოჯახი კი გახიზნულია. ამასთან, დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა და ახლა უკვე პროკურატურა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება, რაც 20 წლით ან უვადოდ პატიმრობას იტვალისწინებს.
ვინც არ იცით, ბრალდებულმა ქალს დანით 50 ზე მეტი ჭრილობა მიაყენა და სანამ გამოძიება მის კვალზე გავიდოდა, ოჯახში სამძიმარზეც იყო მისული…











კომენტარები