NASA უკრაინაში რუსეთში აგრესიის მიუხედავად რუსეთთან თანამშრომლობას გააგრძელებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
საუბარია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე თანამშრომლობაზე. განცხადება NASA-ს წარმომადგენელმა ჯოელ მონტალბანომ გააკეთა. „ჩვენ ერთად ვმუშაობთ უკვე 20 წლის განმავლობაში და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ“ – განაცხადა მონტალბანომ.
„ეს არ არის ისეთი სიტუაცია, როდესაც ერთ ჯგუფს მეორეს გარეშე მუშაობა შეუძლია. ყველამ უნდა იმუშაოს საერთო წარმატების მისაღწევად“ – განაცხადა NASA-ს წარმომადგენელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელი ასტრონავტის, მარკ თომას ჰაის, ასევე ორი რუსი ასტრონავტის დედამიწაზე დაბრუნება დაგეგმილად ჩატარდება.
საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ფუნქციონირება 2031 წლამდეა დაგეგმილი. შემდეგ ორბიტიდან მისი ჩამოყვანა იგეგმება.
კომენტარები