• რეკლამა
  • კონტაქტი
05:30, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნარატივად განიხილებოდა, რომ გახარია გეია” – მოშე კლუგჰაფტის რეკომენდაცია?

ალია ავტორი - ალია
01:05 09-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

“მთავარის” მტკიცებით, მათ ხელში ჩაუვარდათ მოშე კლუგჰაფტის მიერ “ქართული ოცნებისთვის” მიცემული რეკომენდაციები – შედგენილი სტრატეგიის მიხედვით, მთავარ სამიზნეებს შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია მოხვდა. 

ნარატივის წამყვანი ხაზები უნდა იყოს:

  • კორუფცია,
  • ამორალურობა (ჰომოსექსუალობასთან, ნარკოტიკების მოხმარებასთან, ოჯახისა და სახელმწიფოს მოღალატეობასთან დაკავშირებული ბრალდებები).

ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული ნარატივი მარტივი არ იქნება, მაგრამ ეს ხაზი სხვებს აჯობებს, რადგან ვიზუალური მტკიცებულებები არ არის საჭირო”,- წერია დოკუმენტში. 

გიორგი გახარიასთან დაკავშირებით წერია ისიც, რომ გზავნილების გავრცელება უნდა მოხდეს შემდეგი გზით:

სატელევიზიო მედია: იმედი, პოსტ ტვ, რუსთავი2, მაესტრო. 

ფეისბუქი, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. 

პირველი ფაზა: სახელის შერქმევა (ნარკომომხმარებელი, ოჯახისა და სახელმწიფოს მოღალატე)

მეორე ფაზა: დაბრალება: სად, როდის, როგორ

მესამე ფაზა: შერცხვენა – ჩვენ კარგები ვართ, ის ცუდია

მეოთხე ფაზა: ნარატივის ინფორმაციული მხარდაჭერა, კონკრეტული პირების დასახელება, მანიპულირებული ფეიკი და “დიფ ფეიკი”. (იგულისხმება ყალბი ვიდეო). 

მეხუთე ფაზა : ნარატივის გონებაში ჩაბეჭდვა. მთავარი გზავნილის გამეორება “გახარია=სააკაშვილს=ნარკომომხმარებელს და მას არ აქვს უფლება, იყოს დედაქალაქის მერი” 

“ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული ნარატივი მარტივი არ იქნება, მაგრამ ეს ხაზი სხვებს აჯობებს, რადგან ვიზუალური მტკიცებულებები არ არის საჭირო”

ოპოზიციური მედია – “მთავარის” მტკიცებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი სამიზნე მოშე კლუგჰაფტის ზიზღის შემცველ სტრატეგიაში. 

პოლიტტექნოლოგის მიერ “ქართული ოცნებისთვის” შექმნილ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ აუცილებელია ოპოზიციური სატელევიზიო არხების დისკრედიტაცია და მათთვის ძირის გამოთხრა:

“რადგან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მედია აფილირებულია ოპოზიციასთან, კავშირშია სააკაშვილთან, კეზერაშვილთან და  მხარს უჭერს “ლგბტ” თემს მათთვის ძირის გამოთხრა იქნება ადვილი.

ქართული მედიასივრცის სპეციფიკიდან გამომდინარე, უმჯობესია ოპოზიციურ არხებზე მომუშავე პოპულარულ ჟურნალისტებს შორის, კონკრეტული სახეების ამორჩევა: ნიკა გვარამია, ნოდარ მელაძე, ინგა გრიგოლია, ვახო სანაია, გიორგი გაბუნია, დიანა ტრაპაიძე და ა.შ. და მათი დაკავშირება მთავარ საფრთხესთან, სააკაშვილთან “,- ნათქვამია დოკუმენტში. 

მოშე კლუგჰაფტის სტრატეგიის მიხედვით, ოპოზიციურ მედიაში დასაქმებული ნებისმიერი ჟურნალისტი, უნდა იყოს დაკავშირებული საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან. 

წყარო – მთავარი

თეგები: გიორგი გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved