• რეკლამა
  • კონტაქტი
01:05, ორშაბათი, 19 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნარ­კო­მან­ი და ბუნ­ტის­თა­ვ­ი სნა­ი­პე­რიც იყო?, ეს ზღა­პა­რია… ვი­ღაც ცდი­ლობს, ქე­მა­ლის მკვლე­ლო­ბით ორი კლა­ნი ერ­თმა­ნეთს გა­და­კი­დოს – არძიბნას საქმე

ალია ავტორი - ალია
16:41 05-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, ე.წ. პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ძმის­შვი­ლის, კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის, ქე­მალ არ­ძინ­ბას მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, ე.წ. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ნო­დარ ფი­ლი­ას ვაჟი, სო­ხუმ­ში მცხოვ­რე­ბი 29 წლის ბა­თალ ფი­ლია და­ა­კა­ვეს.

ე.წ შს სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ეს არის პირ­ვე­ლი პირი, ვისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც საქ­მის გარ­შე­მო მო­ძი­ე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის შეს­წავ­ლის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა.

“18 მა­ისს, სო­ხუმ­ში, იმალ შა­მი­მის ქუ­ჩა­ზე, ორი და­უდ­გე­ნე­ლი პირი მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის მე-9 სარ­თულ­ზე ავი­და, სა­ი­და­ნაც კარ­გად მო­ჩანს ქე­მალ არ­ძინ­ბას სახ­ლის ღია აი­ვა­ნი. სწო­რედ იქი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და სამი გას­რო­ლა პრე­ზი­დენ­ტის ძმის­შვი­ლის მი­სა­მარ­თით, რო­მე­ლიც სო­ხუ­მის რეს­პუბ­ლი­კის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის­გან გარ­და­იც­ვა­ლა. და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლას აღ­მო­ჩე­ნი­ლია Toyota-ს მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა, სა­დაც მას მე­სა­მე თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ელო­დე­ბო­და. იმა­ვე დღეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნა სო­ხუ­მის რა­ი­ო­ნის სო­ფელ იაშ­ტუ­ხა­ში დამ­წვა­რი იპო­ვეს…” – წერს უწყე­ბა, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, და­ნარ­ჩე­ნი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა ეტა­პობ­რი­ვად დგინ­დე­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი კარ­გად იც­ნო­ბენ ე.წ. მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის შვი­ლის ცხოვ­რე­ბის წესს, თუმ­ცა მა­ინც არ სჯე­რათ, რომ 29 წლის ფი­ლია ასე­თი მა­ღალ დო­ნე­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბის ავ­ტო­რია.

“მა­მა­მი­სის გავ­ლე­ნე­ბით, ის აქამ­დე მი­ვი­და, ამას წი­ნათ, ერთ-ერთი და­ნა­შა­უ­ლის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ცი­ხეს ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მა­მე­ბი თა­ვად უწყო­ბენ ხელს, რომ შვი­ლებ­მა ცუდი გზა აირ­ჩი­ონ. ასე მო­უ­ვი­და ნო­დარ ფი­ლი­ა­საც. ხელს აფა­რებ­და შვილს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ამა­სო­ბა­ში რე­ცი­დი­ვის­ტად ჩა­მო­ყა­ლიბ­და…” – წერს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ამა­რატ ხურ­ცია.

2019 წლის აპ­რილ­ში ის ბზი­ფის საგ­ზაო მი­ლი­ცი­ამ ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბი­სა და დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კე­ბის ქო­ნის გამო და­ა­კა­ვა. ფი­ლია სხვა დრო­საც არა­ერ­თხელ და­უ­კა­ვე­ბი­ათ სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლის­თვის, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ნა­წილს მა­ინც არ სჯე­რა, რომ ფი­ლია ამ საქ­მის ჩამ­დე­ნია და მი­აჩ­ნი­ათ, რომ ე.წ. მი­ლი­ცი­ამ ვი­თა­რე­ბის და­სამ­შვი­დებ­ლად, ბა­თალ ფი­ლი­ას მო­ნა­წი­ლე­ო­ბით საქ­მე შე­კე­რა.

“სო­ხუ­მი პა­ტა­რაა და ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობთ. შე­საძ­ლოა, ის კრი­მი­ნა­ლია, მაგ­რამ და­ნა­შა­უ­ლის ასეთ მა­ღალ დო­ნე­ზე შეს­რუ­ლე­ბას ვერ შეძ­ლებ­და. ვინც მას იც­ნობს ყვე­ლა მიხ­ვდე­ბა. რას გვე­უბ­ნე­ბა მი­ლი­ცია, რომ ნარ­კო­მან­სა და ბუნ­ტის­თა­ნავ­თან ერ­თად, სნა­ი­პე­რიც იყო?.. ეს ხომ ზღა­პა­რია…” – წერს ად­გი­ლობ­რი­ვი მარ­თა სი­ჭი­ნა­ვა, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, რე­გი­ონ­ში უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია არ არ­სე­ბობს.

“ფი­ლი­ას პის­ტო­ლე­ტი იპო­ვეს დამ­წვა­რი “ტო­ი­ტას” ახ­ლოს. არა­და, სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია ის გან­ზრახ და­ეგ­დოთ იქ, რათა გუ­და­უ­თე­ლე­ბის საქ­მეს­თან და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნათ. ვი­ღაც ცდი­ლობს, ქე­მა­ლის მკვლე­ლო­ბით ორი კლა­ნი ერ­თმა­ნეთს გა­და­კი­დოს” – წერს აფხა­ზე­თის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტროს ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი Apsny New Sukhum.

წყარო – ამბები

თეგები: ოკუპირებული აფხაზეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved