• რეკლამა
  • კონტაქტი
13:25, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების საფუძველია – ბოკერია კობიაშვილზე

ალია ავტორი - ალია
18:21 12-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
164

“ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების საფუძველია”. – ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ნაფიცი მსაჯულების მიერ გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე მერაბ კობიაშვილის გამართლებას ეხმაურება. ბოკერია ამბობს, რომ კობიაშვილისთვის განზრახ მკვლელობაზე ბრალის წაყენება საგანგაშო იყო, ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება კი მნიშვნელოვანია, რადგან, მისივე სიტყვებით, ადამიანს საკუთარი სიცოცხლის დაცვის ფუნდამენტური უფლება გარანტირებული უნდა ჰქონდეს. 

“მნიშვნელოვანი რამ მოხდა საქართველოს სასამართლოში – მერაბ კობიაშვილი გაამართლა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ. მე მესმის, რომ გარდაცვლილის ოჯახისთვის, ახლობლებისთვის ემოციურად ძნელად მისაღები ამბავია ან, შეიძლება, შეუძლებელი აღმოჩნდეს ამის მიღება ემოციურად, მაგრამ, ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ჯეროვანი ყურადღება მიაპყროს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ფუნდამენტური უფლების, სიცოცხლის უფლების დასაცავად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის მხრიდან გარანტირებული იყოს საკუთარი სიცოცხლის დაცვის ფუნდამენტური უფლება. ამიტომ იყო ღრმად პრობლემატური და ძალიან საგანგაშო, რომ ამ ადამიანს ბრალი წაუყენეს, პრაქტიკულად, განზრახ მკვლელობაში. 

ამიტომ არის საკვანძო ნაფიცი მსაჯულების ეს გადაწყვეტილება – ამით დღევანდელ პირობებში, თან მაშინ, როდესაც კრიმინალისა და ძალადობის ზრდა გვაქვს მთელ საქართველოში, უმნიშვნელოვანესია, რომ ადამიანებს საკუთარი ან საკუთარი ახლობლების სიცოცხლის დაცვის ფუნდამენტური უფლება ჰქონდეთ გარანტირებული. ეს გააკეთა დღეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ”. – ამბობს გიგა ბოკერია.  

ბოკერიამ ასევე ისაუბრა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მნიშვნელობაზე – ევროპული საქართველოს პოზიციაა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი სრულფასოვნად უნდა გავრცელდეს ყველა იმ საქმეზე, რომელზეც ადამიანს პატიმრობა ემუქრება, ეს, ბოკერიას შეფასებით, მართლსაჯულების ტრადიციაში გარდატეხას შეიტანს.

“არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენი ყურადღება მივაპყროთ იმაზე, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ინსტიტუტს, რომელსაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ჰქვია – როგორ არის ეს ინსტიტუტი საფუძველი ყველა მოქალაქის სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ყველას თავისუფლების, ჩვენი ქვეყნის ლიბერალურ დემოკრატიად, რესპუბლიკად, თავისუფალ ქვეყნად ჩამოყალიბებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. ასე თვლიდნენ ამ ქვეყნის დამფუძნებელი ადამიანები და მამები – ილია ჭავჭავაძე. ასე თვლიდა საქართველოს პირველი რესპუბლიკა – მაშინ იყო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. ეს ინსტიტუტი მოსპო საბჭოთა ხელისუფლებამ, იმიტომ, რომ მას სჭირდებოდა კონტროლირებადი სასამართლო და, სამწუხაროდ, დამოუკიდებელ საქართველოში ჩვენ ვერ შევძელით დროულად და სრულფასოვნად ამ ინსტიტუტის აღდგენა. 

ამიტომ არის, როცა ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე, რა უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში დღევანდელი ხელისუფლების შეცვლასთან ერთად, ან შესაძლებელი რომ ყოფილიყო წინსწრებით, ეს არის სწორედ ამ რეფორმის ბოლომდე მიყვანა – ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრულფასოვნად შემოღება ქვეყანაში, სადაც ყველა მოქალაქე არის თანამონაწილე მართლმსაჯულების განხორციელებისა და თავისუფლებისა და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქის უფლების დაცვის, შეუძლია, რომ პირდაპირ მოახდინოს გავლენა საკუთარ ბედზე და გრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარი თავისუფლებისა და უფლებების დაცვაში. ამიტომ არის ეს ინსტიტუტი საკვანძო, ამიტომ არის დრამატულად საზიანო და მავნებლური ის პოლიტიკა, რაც ამ რეჟიმმა განახორციელა, როცა შეაფერხა და, პრაქტიკულად, გააჩერა ეს რეფორმა, აღარ გაავრცელა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი სრულფასოვნად, ყველა იმ საქმეზე, სადაც პატიმრობა ემუქრება ადამიანს, რაც გარდატეხას შეიტანდა ჩვენი მართლმსაჯულების ტრადიციაში. სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ, ეს უნდა იყოს ჩვენი გეგმა ამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მყისიერად”. – ამბობს გიგა ბოკერია.  

17 დეკემბერს გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ კობიაშვილი გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად უდანაშაულოდ ცნეს. მსაჯულთა გადაწყვეტილებით, კობიაშვილი აუცილებელი მოგერიებისა და თავდაცვის მოტივით მოქმედებდა. მერაბ კობიაშვილი განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109 მუხლი) ბრალდებით იმავე დღეს, 16 თებერვალს დააკავეს.

პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის ჯგუფური ცემისთვის 6 პირს ბრალი წარუდგინა. ჯგუფური ძალადობის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, სადაც კობიაშვილი დაზარალებულად ცნეს.

მერაბ კობიაშვილის დაკავებისას ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ამბობდა, რომ კობიაშვილი აუცილებელი მოგერიების მოტივით მოქმედებდა.

“როგორც ვიდეოკადრებით, ასევე საქმის მასალებით ირკვევა, რომ მერაბ კობიაშვილი მოქმედებდა იმ კონსტიტუციური უფლებების გათვალისწინებით, რომელიც გულისხმობს აუცილებელ მოგერიებას. ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავდამსხმელებისგან საკუთარი თავი დაიცვას მაშინ, როდესაც იმ ადგილას არ იმყოფება სახელმწიფო სამსახური, პოლიცია”. – ამბობდა ადვოკატი.

კობიაშვილის ცოლის თქმით, დაკავებისას მას თვალის დაზიანება ჰქონდა, ასევე თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი ხელში.

გამოძიების პოზიციით, კობიაშვილის მოქმედებები არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო აუცილებელ მოგერიებად  და ის განზრახ მოქმედებდა. პროკურატურა აცხადებდა, რომ გუდაურში კობიაშვილმა 2020 წლის 16 თებერვალს “სრულიად უმიზეზოდ” მიაყენა ჭრილობა 19 წლის მ.უ-ს.

“ნაცემმა მ.უ.-მ დასახმარებლად ასაკით უფროს მეგობრებს მიმართა, რომლებთან ერთადაც მ.კ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. განაწყენებული მ.კ. ავტომანქანაში შენახული ცეცხლსასროლი პისტოლეტით შეიარაღდა და დაახლოებით 06:00 საათზე, გუდაურის ახალ დასახლებაში მდებარე შპს რედკოს კუთვნილ ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, “GLOCK 17″-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღით მ.უ.-ს მეგობრების  თ.გ-ს და დ.ს-ს მისამართით განახორციელა გასროლები”. – ნათქვამი იყო 2020 წლის 7 მაისს პროკურატურის განცხადებაში.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved