მაშველებმა ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს – მცირეწლოვანი გოგონას გამოყვანას ადგილზე ტაში და შეძახილები მოჰყვა.
სკოლის მოსწავლე, რომლის სამძებრო ღონისძებები 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სასწრაფო დახმარების მანქანაში მოათავსეს – ის კლინიკაში შემოწმების მიზნით გადაიყვანეს.
ამ ეტაპზე 6 ადამიანის ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს.
აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა – “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა.
შს მინისტრის ცნობით, ადგილზე მიმდინარეობს უკვე 6 პირის სამძებრო ოპერაცია, რომელთა შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია.
მინისტრის თქმით, აფეთქება კორპუსში გაზის გამათბობელმა გამოიწვია. .











კომენტარები