• რეკლამა
  • კონტაქტი
22:20, ორშაბათი, 16 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნანა კაკაბაძის სახლში, შევესწარი ასეთ ფაქტს…” – ვის გვარებს ასახელებს გიორგი ტიგინაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:49 11-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,648

საფრანგეთში მყოფი თეოლოგი, გიორგი ტიგინაშვილი “თაიმერთან” ინტერვიუში, ე.წ.  ციანიდის საქმეზე და დაკავებულ გიორგი მამალაძეზე საუბრისას, ამბობს:

ჩემი ინფორმაციით და ლოგიკური გარე დათვალიერებითაც ასე ჩანს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე იმ ინფორმაციის ფლობას შეეწირა, რომელიც ყველაზე დელიკატურად უხერხული აღმოჩნდა საქართველოს საპატრიარქოსთვის. მან იცოდა, კათოლიკოს პატრიარქის სექსუალური ორიენტაციის შესახებ, იცოდა პატრიარქის ჰედონიზმის შესახებ, იცოდა საპატრიარქოში არსებული უზარმაზარი ფინანსური მანიპულაციების შესახებ. შესაბამისად, მოინდომა რა, რომ იქ გარკვეული წესრიგი დაემყარებინა, ერთგვარად, რეორგანიზაცია, რებრენდინგი, თუ რეფორმაცია წამოეწყო, მას ჰქონდა ამის ახალგაზრდული იმპულსები, ემოციები, თუ ამბიციები, შესაბამისად ის აგენტ-პროვოკატორ, მისივე მოგვარე ირაკლი მამალაძის მეშვეობით წამოაგეს ანკესზე და საბოლოო ჯამში, გაანეიტრალეს, რადგან მან იცოდა, როგორც პერსონალურად პირველი იერარქის დანაშაულებები, ასევე, ოჯახური დინასტიის (შიოლაშვილების) ცოდვები. ამიტომ, რა თქმა უნდა, საპატრიარქოში არავის ინტერესში არ შედიოდა დეკანოზ მამალაძის თავისუფლად ყოფნა, ან მისი დაწინაურება. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ლოგიკურია ის, რაც მას დამართეს, ადამიანურად ძალიან სოლიდური ვარ და ვუთანაგრძნობ, რომ მას ასეთი ჯვარი ერგო წილად.

მე, თავად ვარ მომსწრე, თუ როგორ ხდებოდა ინსტრუმენტალიზება ყველა იმ პირისა, ვინც ამ საკითხით დაინტერესებას, ჩემსავით გულწრფელად, ცდილობდა. როდესაც მე აღმოვჩნდი ნანა კაკაბაძის, ამ ე.წ. ექსპერტის ოჯახში, მათივე მიწვევით. მივედი აბსოლუტურად ნეიტრალური განწყობებით, მაინტერესებდა, თუ რა მოხდა რეალურად, რა იყო ამ უზარმაზარი სკანდალის მიზეზი. კაკაბაძის სახლში დამხვდნენ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები: ზაზა შათირიშვილი, შოთა გულურჯიძე, თამაზ ჯოლოგუა, კოტე ჯანდიერი, გიორგი ტაბლიაშვილი, გელა ნიკოლაიშვილი, გიორგი ანდრიაძე და ა.შ. რომლებიც დაახლოებულნი იყვნენ “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ელიტასთან. მე იქ აღმოვჩნდი უშუალოდ, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ინიციატივით. შევესწარი ასეთ ფაქტს: ისინი გეგმავდნენ, როგორ “გაეშავებინათ” პერსონალურად, მიტროპოლიტი პეტრე და მისთვის დაებრალებინათ, რომ ის იყო იდეის ავტორი, თანამონაწილე, თან წინასწარ იცოდნენ, რომ ამ “ციანიდით” არავინ არავის არ კლავდა. მეუფე პეტრე ცაავას აბრალებდა გაგულისებული, გაწიწმატებული განწყობებით გიორგი ანდრიაძე აღნიშნულ საქმეს. რომელიც შემდეგ ამბობდა, რომ მას არ გაუმართლა, რომ მე აღმოვჩნდი მაშინ იმ საზოგადოებაში, ეტყობა ეს უფალმა დაუშვა ასე. როდესაც მე მოვისმინე მისი ფრაზა: “მოდით ყველაფერი “შევტენოთ” პეტრეს და “ნაცებს”, საზოგადოება ამას ადვილად დაიჯერებს და აიტაცებს”, აი ეს იყო მათი მთავარი სლოგანი. ამას ამბობდა ანდრიაძე, მხარს უბამდა ნანა კაკაბაძე და დამსწრე საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა. ერთადერთი ვიყავი მე, ვისაც ხინჯად მომხვდა და არ მესიამოვნა. ვთქვი, რომ: “ცილისწამება, დაბრალება, თანაც ასეთი სიმძიმის საკითხის, ეს არის გამაოგნებლად საშიში მოვლენა და მე არ მაქვს სურვილი ამაში მონაწილეობა მივიღო”-მეთქი. როცა მიხვდნენ, რომ უკან ვიხევდი, არ უნდოდათ საკუთარი თავის გამჟღავნება და ამბობდნენ, რომ ეს იყო უბრალოდ მსჯელობა, ნაწილობრივ იუმორით და ა.შ. ანუ, შემდგომში ეცადა მავანი, რომ ეს განემუხტა, მაგრამ შემდეგ ვნახე, როგორ რეკავდა იქ უცნობი პროკურორი და აძლევდა დირექტივებს ამ ადამიანებს, თუ როგორ ემუშავათ მედიაში და დაეწერათ ტყუილები მამალაძის და მეუფე პეტრეს დისკრედიტაციისთვის. ამან მაიძულა, რომ დავკავშირებოდი და გამეცნო მეუფე პეტრე, რადგან ადამიანურად, ჩემთვის აუტანელი იყო ამის დატევა, რადგან ჩემს თვალწინ “იკერებოდა, იქსოვებოდა” უზარმაზარი ბოროტება.

მანამდე, მეუფე დიმიტრის ჰქონდა მცდელობა, რომ მეუფე პეტრე გერმანიაში წასულიყო პატრიარქის სანახავად, ისე მოხდა, რომ მეუფე პეტრე უფალმა გაარიდა ამ სატყუარას და ვერ მოახერხა წასვლა. დაუკვირდით: პატრიარქი არის გერმანიაში, იკეთებს ოპერაციას, “ციანიდის სკანდალი” ხდება საქართველოში, ამ ყველაფრის პარალელურად აიყვანეს მღვდელი, რომელსაც დააბრალეს, რომ გერმანიაში ჩადიოდა პატრიარქის მოსაკლავად. როდესაც მამალაძე უნდა წასულიყო გერმანიაში და ვითომ, აეროპორტში აიყვანეს, მეუფე პეტრეს სთავაზობდა მეუფე დიმიტრი გერმანიაში ჩასვლას და მეუფე პეტრე, რომ წასულიყო, ძალიან დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ მისთვის დაებრალებინათ “ციანიდის სკანდალი”, რომ თითქოს მიდიოდა გერმანიაში პატრიარქის მოსაკლავად. ამას ახლა, ცივი გონებით ვიაზრებ და მაქვს გონივრული ეჭვი იმისა, რომ შესაძლოა, მეუფე პეტრესაც იგივე ბედი გაეზიარებინა, რაც გიორგი მამალაძეს აქვს და მისთვისაც ჩაედოთ “ციანიდი”.

საგულისმოა, რომ ნანა კაკაბაძე მუდმივად ხაზზე იყო შორენა თეთრუაშვილთან. მამალაძის განეიტრალებით თავიდან აიცილებდნენ საფრთხეს, რომ მათი საქმიანობებით არავინ დაინტერესდებოდა, ასევე, მამალაძე ასოცირებული პირი იყო მეუფე დიმიტრისთან და ამით მეუფე დიმიტრისაც გაანეიტრალებდნენ, ასე ფიქრობდნენ შიდა კლანები, რომლის მეთაურიც მეუფე, იაკობ იაკობიშვილი გახლდათ, ვინც დაახლოებული პირი იყო სოსო გოგაშვილთან, სუსის უფროსის მოადგილესთან, რომელიც ყველა ამ საეკლესიო სიბინძურის მოთავე იყო (დღეს, რომ თავს დაზარალებულად ცნობს). გოგაშვილი იყო ამ, უკანონო მიყურადებების, შანტაჟირების, დევნის, შევიწროების და სიბინძურეზე ხელის დაფარების მთავარი მოთავე და შესაბამისად, მეუფე იაკობის ჯგუფის ამოცანა იყო, რომ როგორღაც მეუფე დიმიტრის ჯგუფი გაენეიტრალებინათ. ამიტომ, ისინი მუდმივად ჩასაფრებულ პოზიციაში იყვნენ.

სრულად – თაიმერი

თეგები: გიორგი ტიგინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!

15:18 06-16-2025
17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
ახალი ამბები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

13:41 06-16-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

13:07 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved