• რეკლამა
  • კონტაქტი
14:06, ოთხშაბათი, 24 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნამდვილი პოლიტიკური ინტრიგა” – რამადასტი და საქართველო, რომელიც აშინებდა რომს და სპარსეთს – კობერიძე

ალია ავტორი - ალია
18:12 07-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
299

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

“სამეფო კარის თამაშების პასაჟები –  ახლა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რთული და შედარებით ნაკლებ ცნობილი ამბავი მოვყვეთ, რომელიც იმდენად უცნაურია, ნებისმიერ პოლიტიკურ ფიქციას უმნიშვნელოს გახდის:

საქართველო ყოველთვის პასიურ საგარეო პოლიტიკას არ აწარმოებდა. მიუხედავად იმისა, რომ რომაელები ქართველ იბერებს მოკავშირეებად და მშვიდობისმყოფელებად მოიხსენიებდნენ (განსხვავებით ესპანეთის იბერებისაგან), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ძალიან უცნაური ფიგურა რადამისტი. ის ქართლის სამეფოს მეფის, ფარსმან პირველის შვილი და უფლისწულია. ფარსმანის მეუღლეს ანუ რადამისტის დედას არავინ იცის რა ერქვა, მაგრამ ცნობილია, რომ იგი სომხეთის მეფე ტიგრან IV-ის შვილი იყო. თავის მხრივ ტიგრან IV-ს ცოლად საკუთარი ნახევარ-და, ერატო ჰყავდა. ანუ გამოდის, რომ ტიგრანისა და ერატოს ქალიშვილი, რადამისტის დედაა, ეს კი ერთი ოჯახის შიგნით ქორწინების ამბავია, მაგრამ ასეთი ქორწინების ისტორიები ამით არ მთავრდება.

ფარსმან პირველს ჰყავდა ძმა, მითრიდატე, რომელიც სომხეთის მეფე გახდა. აი აქ კი ნამდვილად ძალიან რთულდება საქმე: ფარსმან პირველის შვილს, რადამისტს, ცოლად მოჰყავს საკუთარი ბიძის, სომხეთის მეფის, მითრიდატეს ქალიშვილი ზენობია. გამოდის რომ რადამისტის დედა ინცესტის შვილი იყო, ხოლო თავად რადამისტმა ცოლად საკუთარი ბიძაშვილი შეირთო.

ჩვენი წელთაღრიცხვით 51 წელია. უფლისწული რადამისტი ამბიციური ლიდერია. მისი მამის, მეფე ფარსმანის რომშიც ეშინიათ (თუმცა ეს ის ფარსმანი არ არის, რომში ძეგლი რომ დაუდგეს). სომხეთის სამეფო რომის მორჩილებაში მყოფი სახელმწიფოა. ქართლს მისი მორჩილება სურს, მაგრამ თავად რომ გაილაშქროს გამოდის რომ რომს უნდა დაუპირისპირდეს (და საკუთარ ძმასაც). ეს კი ასე არ გამოდის. ამიტომ რადამისტი, რომელსაც ისედაც აქვს ამბიციები მამისაგან იღებს სამხედრო ძალებს, ელვისებურ შეტევაზე გადადის და სომხეთის არმიას ამარცხებს ისე, რომ ქართლი ოფიციალურად არ ერევა ამ ომში, მაგრამ რეალურად, ქართლის უფლისწულის მთავარი მომმარაგებელია. გადარჩენილი სომხური ნაწილები მიმწყვდეულები აღმოჩნდებიან გარნისის ციხეში, რომელსაც რადამისტი ალყაში აქცევს.

რომაელები ფიქრობენ ჩაებან ომში. არც ისაა დასავიწყებელი, რომ გარნისის ციხეს სწორედ რომაელები იცავენ. გამოდის რომ რადამისტს რომაელები ჰყავს ალყაში მოქცეული. მაგრამ რომში (და გუბერნატორებს მცირე აზიაში) კარგად ესმით, რომ საქართველოსთან ომი ცუდი იდეაა, რადგან კავკასიის გადმოსასვლელებით შანტაჟის გარდა ძალიან რთული რელიეფია აქ საომრად.

ამით შეგულიანებული რადამისტი რომაულ გარნიზონს მოქრთამავს, ბიძამისს კი შეჰპირდება შენს სისხლს არ დავღვრიო – ბიძაჩემი ხარ და ცოლად შენი შვილი მყავსო. რომაელებმა ციხის დაცვაზე უარი თქვეს. დანებდა მითრიდატე. გაიყვანა რადამისტმა მითრიდატე ტყეში წამო ერთად ვიზეიმოთ მშვიდობაო, მაგრამ ადგა და ტყეში გაყვანილი ბიძამისი (და სიმამრი) გაგუდა.

51 წელს ქართველი პრინცი რადამისტი სომხეთის მეფე ხდება და მამამისს, ქართლის მეფეს დეფაქტოდ მორჩილებს, თუმცა რომთან მეგობრობაზე ხისტ უარსაც არ ამბობს. ტირანული და სისხლიანი ხელით მართავს იგი სამეფოს. ყველას ეშინია მისი. რომაელებიც სწუხან სომხეთზე რეალური კონტროლის დაკარგვის გამო და სპარსელებიც, რომელთაც ყოველთვის სურდათ სომხეთის რომის მმართველობისაგან გამოგლეჯა.

53 წელს რადამისტის წინააღმდეგ აჯანყება იწყება სომხეთში, თუმცა აჯანყების უკან სპარსეთი დგას, რომელიც ჯარით სასწრაფოდ შედის სომხეთის ტერიტორიაზე. რადამისტი გარბის თუმცა პარტიზანულ ომს აწარმოებს – ურტყამს ლოჯისტიკურ ხაზებს, წვავს სოფლებს და ანადგურებს ყველაფერს. ამ ფონზე სპარსულ არმიას მომარაგების სერიოზული პრობლემები უჩნდება, ავადმყოფობაც ჩნდება და სპარსელები გადიან უკან.

რადამისტი ბრუნდება და მეორედ ხდება მეფე. 54 წელია და მისი ტირანია სრულ აპოთეოზს – უმაღლეს წერტილს – აღწევს. ერთი წელი ყველას ეშინოდა მისი. იგი აბსოლუტი ხდება. თუმცა სპარსეთს მის წინააღმდეგ ომი კვლავ გამოცხადებული აქვს. მეორედ შეესევიან ისინი რადამისტის სომხეთს. ამჯერად ადგილობრივებიც მომზადებულები არიან ქართველი მეფის დასამხობად. რადამისტი გარბის, თუმცა მისი ორსული ცოლი ზენობია ცხენზე ვერ ჯდება და რადამისტს სთხოვს მოკლას იგი, რომ სპარსელებს არ ჩაუვარდეს ტყვედ. რადამისტი ყოყმანობს, მაგრამ შემდგომ ხმალს უყრის საკუთარ მეუღლეს და მდინარე არაქსში აგდებს მას. რადამისტი ბრუნდება ქართლში, ზენობიას სხეულს კი ადგილობრივები პოულობენ. ამის შემდეგ ზენობიას კვალი იკარგება, თუმცა ყველაზე გავრცელებული ვერსიით ის სპარსელებს უვარდებათ ტყვედ და მშობიარობის შემდეგ ისიც და მისი შვილიც ქრებიან ისტორიიდან. აი რადამისტის ბედი კი უფრო მძიმეა. მას ფარსმან პირველი, მამამისი, ქართლის მეფე კლავს. რადამისტს სისუსტე და ღალატი ედება ბრალად.

აი ეს არის ნამდვილი პოლიტიკური ინტრიგა, რომლის ანალოგიც არცთუ ბევრია ისტორიაში, მაგრამ პოლიტიკურ ფიქციაში მის მსგავს ისტორიებს ნამდვილად შეხვდებით.”

თეგები: გიორგი კობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025

ბიზნესი

თიბისიმ შშმ პირთა ჩართულობის მხარდაჭერისთვის აზიის განვითარების ბანკის ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ შშმ პირთა ჩართულობის მხარდაჭერისთვის აზიის განვითარების ბანკის ჯილდო მოიპოვა

15:07 09-23-2025
გიორგი მესხი – ფრილანსერი, რომელიც 600-ზე მეტ სტარტაპს ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარა – თიბისი
ახალი ამბები

გიორგი მესხი – ფრილანსერი, რომელიც 600-ზე მეტ სტარტაპს ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარა – თიბისი

14:30 09-23-2025
თიბისი GAIA-სთან ერთად მოსწავლეებს AI საოლიმპიადო კურსებს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი GAIA-სთან ერთად მოსწავლეებს AI საოლიმპიადო კურსებს სთავაზობს

14:05 09-23-2025
Travel eSIM – ინტერნეტ პაკეტები საუკეთესო მოგზაურობისთვის
ახალი ამბები

Travel eSIM – ინტერნეტ პაკეტები საუკეთესო მოგზაურობისთვის

14:02 09-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved