• რეკლამა
  • კონტაქტი
23:00, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნამდვილი არჩევნები თუ ბიძინას არჩევნები? ფეიკრეალობა და “დალაგება” ივანიშვილთან, თუ რეალური დემოკრატია” – ვის მიმართავს გვარამია

ალია ავტორი - ალია
18:04 05-07-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
113

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:

ხვალ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრის წინ, გენპროკურორის მიერ მოძალადე პოლიციელების დაჭერის დაანონსება, ბიძინას მხრიდან დასავლეთთან გადატვირთვის და თვითგადარჩენის მკაფიო მცდელობაა. ამის ნიშნები ერევანშიც იყო, ცხადია. საჭირო თუ გახდა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნაც გამორიცხული არაა – ისედაც მოსახსნელად გამზადებული კობახიძის მოხსნის და პარლამენტის დათხოვნის ფორმალური საფუძვლის შექმნით. პოლიტპატიმრების ნაწილის გათავისუფლებაც, მაღალი ალბათობით, მოხდება.
აი ზუსტად აქაა ჩემთვის ალიანსის პოზიცია გადამწყვეტი და ზუსტად ამიტომ მიმაჩნია ალიანსის შექმნა გადამწყვეტი მნიშვნელობის მოვლენად, და არა მიტინგების ორგანიზებისთვის, ურთიერთსიყვარულისთვის თუ ერთიანი სიებისთვის:
🚩 ნამდვილი არჩევნები თუ ბიძინას არჩევნები?
🚩 ბიძინას სათავისოდ “გადატვირთვის” ინტერესი თუ ნამდვილი ცვლილებების ინტერესი?
🚩 საქართველო უბიძინოდ თუ საქართველო ბიძინასთან მებრძოლი წარუმატებლობისთვის განწირული ოპოზიციით,
🚩 ფეიკრეალობა და “დალაგება” ივანიშვილთან, თუ რეალური დემოკრატია და ქვეყნის დასავლური მომავალი?
მკაფიოდ და უსწრაფესად ცხადი ხდება, რომ უპირობო სისწორისა შემდეგი განტოლებები:
🚩 თანხმდები ბიძინას წესებით ჩატარებულ არჩევნებს = ხელს უწყობ ბიძინას თამაშს,
🚩 არყევ ანტიბიძინა ცენტრს და გაერთიანებას, რომელიც ერთიანი მყარი პოზიციით დაელაპარაკება ყველას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ (როგორიც, ჩემი აზრით, ალიანსია) = ხელს უწყობ ბიძინას თამაშს,
🚩 ხელს უშლი 26 მაისის აქციას (პირდაპირ თუ ირიბად) = ხელს უწყობ ბიძინას თამაშს
ეს ეხება:
🚩 ალიანსის შიგნით თუ გარეთ მყოფ პარტიებს და პერსონებს,
🚩 პოლიტიკაში თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფ პერსონებს,
🚩 ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფ პერსონებს,
🚩 თავისუფლებაზე თუ ტყვეობაში მყოფ პერსონებს,
🚩 ხელახლა დასაჭერად გამზადებულ თუ გაუმზადებელ პერსონებს,
🚩 ასაკრძალად გამზადებულ თუ არგამზადებულ პარტიებსა თუ პერსონებს,
🚩 ქოცების მიერ დრაკონული კანონებით შევიწროებულ ორგანიზაციებსა თუ პერსონებს,
🚩 და ეს ეხებათ მედიებსაც და მათ სარედაქციო პოზიციას.
პოზიციის გარკვევით, ღიად და მკაფიოდ გამოხატვის დრო მოვიდა.
🚩 ბუნდოვანი ტექსტები – არ გამოვა,
🚩 ერთიც და მეორეც – არ გამოვა,
🚩 “დილით არჩევნებზე მოდი და საღამოს მიტინგზე” – არ გამოვა,
🚩 “რა ვქნა, სხვანაირად დაფინანსება არ მექნება” – არ გამოვა,
🚩 “ჯერ ადრეა ამაზე მსჯელობა, ქოცის შემოგდებული ნარატივია” – არ გამოვა.
ყველამ გადაწყვიტოს და მკაფიოდ თქვას, რა და რატომ გადაწყვიტა. დანარჩენი გადაწყვიტოს ხალხმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved