• რეკლამა
  • კონტაქტი
03:38, შაბათი, 19 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნამახვანჰესის” კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება, ვიდრე რამდენიმე კვლევას არ გადავამოწმებთ – ნათია თურნავა

ალია ავტორი - ალია
15:15 03-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ქუთაისში განაცხადება გააკეთა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად რიონის ხეობის მცველებსა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა.

ნათია თურნავა:

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, მე და ლევან დავითაშვილი ჩართულები ვართ ინტენსიურ კომუნიკაციასა და დიალოგში. დიალოგს ყოველთვის მოაქვს თავისი შედეგი. ჩვენი ამოცანა არის, რომ გავაჩინოთ მეტი ნდობა პროექტის მიმართ და უფრო მეტი გახსნილობა. პარალელურად, ჩვენ, როდესაც ვისმენდით ძირითადად მოსახლეობისა და ექსპერტების წუხილებს, საპროტესტო აქციების მონაწილეების შეკითხვებსა და წუხილებს, ვაწარმოეთ მოლაპარაკება კომპანიასთან, ინვესტორთან, ვინც აშენებს „ნამახვანჰესს“.

მინდა, მოგახსენოთ რამდენიმე შეთანხმება, რაც შედგა მათთან და ვფიქრობ, რომ ეს ასევე იქნება საინტერესო საწყისი ჩვენს შორის შემდგომი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ „ნამახვანის“ პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტი, ჯერ კიდევ წინა საუკუნიდან მოყოლებული, უამრავი კვლევა ჩატარდა და განსაკუთრებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენმა უწყებებმა ბევრი კვლევა ჩაატარეს დამატებით, რათა ყველა საჭოჭმანო საკითხი მოიხსნას საბოლოოდ. რაც შეეხება პროექტის უსაფრთხოებას, კვლევების თვალსაზრისით საიმედოობას, ჩვენ შევთანხმდით კომპანიასთან, რომ ისინი არ დაიწყებენ ჰესის ძირითადი ნაგებობების, კერძოდ, კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობას, ვიდრე ჩვენ არ გავაკეთებთ რამდენიმე პრინციპული, ძირითადი კვლევის ხელახალ გადამოწმებას, ვალიდაციას. იმისთვის, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ეჭვი, ამ კვლევებისთვის სახელმწიფო თავად და არა საპროექტო კომპანია, დაიქირავებს დამოუკიდებელ ექსპერტებს, მათ შორის თქვენი ნდობით აღჭურვილ ექსპერტებს, მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველ სპეციალისტებს, ქართულ ინსტიტუტებს. დარწმუნებულები ვართ, ეს ნაბიჯი საბოლოოდ წერტილს დაუსვამს საუბარს იმაზე, თუ რამდენად საფუძვლიანად მოხდა პროექტის შესწავლა.

რაც შეეხება დანარჩენ ინფრასტრუქტურას, იგივე გზის სამუშაოებს, რომელიც მერე უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოს და სხვა კომპონენტებს, არა ისეთს, რომელიც შეეხება კაშხალს და წყალსაცავს, კომპანია ამ მშენებლობას გააგრძელებს. მთავარი, რაც იწვევს კითხვებს – კაშხალი და წყალსაცავი, არ დაიწყება, ვიდრე ამ კვლევების ხელახალ, საჯარო, ღია გადამოწმებას არ გავაკეთებთ თქვენი ჩართულობით“

თეგები: ნათია თურნავანამახვანჰესი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved