• რეკლამა
  • კონტაქტი
06:04, შაბათი, 1 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნახევრადჩახდილი მთელი სერიოზულობით ყვებოდა, მემარცხენეები დამესხნენ თავსო” – კოლორიტი ყასაბი იუსუფელიდან

ალია ავტორი - ალია
17:36 03-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
514
ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
იუსუფელიდან ბოლო ამ ქალაქის გამორჩეული კოლორიტი ყასაბი სეზაი გავიდა, რომელიც ახალგაზრდობაში საოცრად გავდა ქართველ ფეხბურთელ ალესანდრე ჩივაძეს.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობისგან განსხვავებით პოლიტიკურად მემარცხენე ორიენტაციის იყო, იგი ყველას თანაბრად უყვარდა.
თუ რამე სასაცილო ხდებოდა ქალაქში, ყველა იძახდა, ამ საქმეში ნამდვილად სეზაის ხელი ურევიაო.
მართლაც ასე იყო. ერთხელ ადგილობრივ მოლასთან გამოცხადდა და სთხოვა თავისი მეგობრის ოსმანის მოსახსენიებელი ლოცვა წაეკითხა.
მოლამ მისი ეს თხოვნა პირნათლად შეასრულა და ხმისგამაძლიერებლებით მთელ ქალაქს ამცნო ოსმანის “გარდაცვალების” ამბავი.
ნაცნობ-მეგობრებმა ოსმანი გამოიტირეს. ამ დროს კი ოსმანი ჩაიხანაში იჯდა და ჩაის მიირთმევდა, თან გაოგნებული აქეთ-იქით იყურებოდა და კითხულობდა, მე მოვკვდიო? ??
მანამდე კი მემარჯვენე-მემარცხენეების სასიკვდილო დაპირისპირება რომ იყო 1970-იანი წლების ბოლოს თურქეთში, სეზაიმ მემარჯვენე ორიენტაციის პატივცემული თევფიქი დაპატიჟა ქალაქის ცენტრში ჩაიზე.
ბევრი ჩაი ასვა, მაგრამ თევფიქი ტუალეტში არ შედიოდა, რაც სეზაის გეგმის განხორცილებას ხელს უშლიდა. მაშინ სეზაიმ, მორიგი ჩაი როცა შემოიტანეს, თევფიქის ჭიქაში მოხერხებულად ჩაყარა კუჭში გახსნის საშუალება.
მაშინ კი იკადრა თევფიქმა ტუალეტისკენ გაქანება. მაგრამ შევარდა თუ არა, სეზაიმ წინასწარ მომზადებული მოლოტოვის კოქტეილის იმიტაცია მიაყოლა უკან და გამოვარდა ეს პატივცემული თევფიქი ჩახდილ მდგომარეობაში შუა იუსუფელში. ??
მაგრამ ამბავი აქ არ დასრულებულა. სეზაიმ გარეთ გამოვარდნილ თევფიქს ოსმანი დაახვედრა, ვისზეც ზევით ვისაუბრეთ. მაშინ ოსმანი ჟურნალისტობდა და გარეთ გამოვარდნილ თევფიქს მიკროფონი გაუწოდა, ვინ დაგესხათ თავსო.
თევფიქმაც სწრაფად ვერ აუღო ალღო შექმნილ სიტუაციას (მაშინ მართლაც ხშირი იყო თავდასხმები პოლიტიკური ორიენტაციის გამო) და ნახევრად ჩახდილ მდგომარეობაში მთელი სერიოზულობით ყვებოდა, მემარცხენეები დამესხნენ თავსო. ??
დღეს 71 წლის სეზაიმ მთელი თავისი ქონება ორ ჩანთაში ჩატია და ბოლო გავიდა უკვე წყალში ჩაძირული იუსუფელიდან.
რამდენი ასეთი ამბავი და მოგონება ჩაიძირა ამ ქალაქში…
?Nusret Durur
@Taner Artvinli

“ძნელია, მაგრამ შეგიძლიათ ბოლოჯერ შეხედოთ ქ. იუსუფელს” – ფოტო

თეგები: ზურაბ ბატიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved