ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
“—
ბოროტს კეთილად სახავენ 
—
მტყუანს მართლად 
—
მოღალატეს გმირად 
—
მძარცველს მეცენატად 
—
უნიჭოს ნიჭიერად 
—
მშიშარას მამაცად 
—
არაკაცს გმირად 
—
ფარისეველს მორწმუნედ 
—
უცოდინარს მცოდნედ 
ამ მრუდე სარკეში ყველა ახალგაზრდას , ნიჭიერს , მცოდნეს , პატრიოტს , პატიოსანს – გზას უხშობენ რომ თავისი ნიჭის სამშობლოსთვის რეალიზაცია მოახდინოს ( ამიტომაც გარბის ახალგაზრდობა უცხოეთში ) 
ყოველივეს ფონზე თავიანთი პარაზიტი, ფულისგან გათამამებული, უნიჭო შთამომავლებისთვის ქმნიან მომავალს – თქვენი შვილების მომავლის ძარცვის ხარჯზე 
ნახევარ სტუდენტობას თანხის გადაუხდელობის გამო სტატუსი აქვს შეჩერებული და ამათი პარაზიტი შვილები მსოფლიოს უძვირეს კურორტებზე ყირაზე გადადიან, ხოლო სექტემბერში ევროპის ყველაზე ძვირ უნივერსიტეტებს მიაშურებენ 
ბატონ – ყმობა და ფეოდალიზმი სხვა კი არაფერი იყო – აი ესაა 21 საუკუნის ბატონ – ყმობა 
შეიხედეთ პარლამენტის დარბაზში , დააკვირდით მათ გამძღარ სახეებს , ბოროტებით – მომხვეჭელობით – უტიფრობით გაჟღენთილ თვალებს , მედიდურ გამოხედვას და საბოლოოდ დარწმუნდებით რომ ფეოდალიზმში დაგვაბრუნეს , თანამედროვე ლუარსაბები მართავენ ქვეყანას 
გააზნაურებული მდაბიოების , გადიდკაცებული ბოგანოების დიქტატურაა დამყარებული ყველა სფეროში და სამართალი , სამართალი სადაა ამ დროს 


სამართალი მურუსიძესთანაა
– სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს 
საკუთარი თავი თუ არ გვეცოდება , შვილების მომავლისთვის მაინც ვიბრძოლოთ , მითუმეტეს ბორკილების გარდა დასაკარგი არაფერი გვაქვს
“














კომენტარები