რეჟისორი ლანა ღოღობერიძე აქციაზე TV პირველთან ამბობს:
,,ძალიან სასიხარულოა, რომ მართალ ბევრი ხალხია და რაც მთავარია, ჩანს ერის სულისკვეთება. ამისთვის ვცოცხლობთ.
ის რომ დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ მოსაპოვებელი გვაქვს, ეს თან ტრაგიკულია, მაგრამ, ამავე დროს იმედის მომცემია. იმიტომ, რომ წინ კიდევ რაღაცები გველოდება, კარგი ამბები.
ნახეთ, რამდენი ხალხია, ყველას გაბრწყინებული სახე აქვს, ე.ი. ყველა იმედით არის სავსე. როდესაც ასეთ იმედიანი, კარგი ადამიანები ერთად იკრიბებიან, ამ სოლიდარობას ვერავითარი ტოტალიტარიზმი ვერ გადალახავს.
ჩვენ ერთად ვიქნებით და ერთად, მხიარულად შევაბიჯებთ ევროკავშირში”














კომენტარები