შს მინისტრი პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, მარტის აქციებზე და დაკავებებზე საუბრობს და ამბობს:
“ბრძანება გავეცი პირადად მე, შედით უკან, დაიხიეთ, იმ მართლა ომის მიუხედავად და ცოცხლად დაწვის მიუხედავად. პარლამენტი დაცარიელდა, ეზოში იყვნენ პოლიციელები, ვუთხარი დაბრუნდით, შედით… გამოეკიდნენ, მარტო ზურაზე არ ვლაპარაკობ, თანმხლები პირები, მისდევდნენ ეზოში, არის კადრები და ნახეთ, შეიძლება იმ კადრებში არ ჩანს რომ ზურა ხელს ურტყამს და სხვა ზურას გვერდით მდგომი… მერე ხდება დაკავება, დაველოდოთ, სასამართლოს, შეიძლება სულ მართალია ეს კაცი.”
კომენტარები