• რეკლამა
  • კონტაქტი
22:50, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნახეთ, ერეკლე მეფის დაბადების დღე ამაზრზენი და უხეირო ჭორით მოგვილოცეს” – გიორგი კალანდია

ალია ავტორი - ალია
13:19 11-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
432

ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი, გიორგი კალანდია აქვეყნებს სქრინს და წერს:

„იშვიათად ვყოფილვარ ასეთი აღშფოთებული! სამწუხაროდ რადიო “თავისუფლება” (ქართული გამოცემა) ყველაზე მდარე ბულვარულ და ყვითელ პრესას დაემსგავსა! ნახეთ ქართველობას როგორ მოგვილოცეს 7 ნოემბერს ერეკლე მეფის დაბადების დღე!? ამაზრზენი და უხეირო ჭორით! რატომ გახდა ამ ბინძური და სამარცხვინო ტყუილის მაინც და მაინც დღეს გამოქექვა და გამოქვეყნება საჭირო?! რუსული ნარატივით გაჟღენთილი XIX საუკუნის ეს სიბინძურე მაშინ ქართველობისათვის ერეკლე მეფის შეძულებას ისახავდა მიზნად! დღესაც მიზანი იგივეა! დღეს როცა მთელი საქართველო სახელოვანი მონარქის დაბადების დღეს ბატონის ციხეში დიდი გამოფენითა და ახლად გამოცემული უნიკალური ალბომით ზეიმობს ქართული პრესა (თუ ამას პრესა ქვია) სამშობლოში ქართველობას ამ ბინძური ჭორით ულოცავს პატარა კახის დაბადების დღეს! ეს ის პატარა კახია, რომელიც ინგლისელებმა გმირ ჰერაკლეს შეადარეს, ირლანდიელებმა ” ახალი ჰერკულესი” უწოდეს, პორტუგალიელებმა და პრუსიელებმა “აღმოსავლეთის ლომად” შერაცხეს! სულმნათი და ნეტარხსენებული მეფე ერეკლე, რომელიც ქართველობამ დაჩეხილი და ასგზის ნაიარევი სხეულით დაკრძალა და სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში დაფლულ საქართველოს “ცხელ გულად” მიიჩნია…  ” ბრწყინვალე მეფე საქართველოისა” – ეს კი ილია ჭავჭავაძის სიტყვებია! ასე რომ გრცხვენოდეთ ამ ამაზრზენი პასკვილის გამოცხობისა და გავრცელებისათვის ბატონებო! ეს ქართველობასთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია რომელსაც წარმატება არ უწერია“

თეგები: გიორგი კალანდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved