• რეკლამა
  • კონტაქტი
06:24, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნაძარცვი ფულებით დაფინანსებულ ტელევიზიებში სხედან და სიძულვილსა და შხამს აფრქვევენ იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც შეძლო, ერთ მუშტად შეეკრა ღირსეული საზოგადოება და არჩევნების გზით დაემარცხებინა ეს ანტიქართული, ანტიეროვნული ძალა! – ედიშერ გვენეტაძე

ალია ავტორი - ალია
15:34 12-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

,,ხალხის სატელევიზიო მოტყუების, შანტაჟის, ცილისწამების მეშვეობით ამ პოლიტიკურ შარლატანებს ისევ სურთ უკან დაბრუნება, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან, რომ ეს არასოდეს არ და ვერ მოხდება!’’ – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ოპოზიციურ არხებზე დაწყებულ კამპანიას. 

,,უბედურად დადგა საქართველოსათვის 2003 წელი!

ნაციონალურმა მოძრაობამ ე.წ. “ვარდების რევოლუციის” ანუ ფაქტობრივი გადატრიალების გზით ხელში ჩაიგდო ხელისუფლება და უპირველესად ძირი გამოუთხარა საქართველოში დემოკრატიასა და მრავალპარტიულობას!

ქვეყანაში დაამყარა ავტოკრატიული რეჟიმი, სადაც განსხვავებული აზრი იდევნებოდა, განსხვავებულად მოაზროვნეებს გარანტირებული 

ჰქონდათ უმოწყალო ცემა-დარბევები, ციხე-წამებები, ფარული გადაღებები, ქონების წართმევები, ეკლესიების ნგრევები..

რაც მთავარია მასობრივად მოხდა ოპოზიციური მედიასაშუალების შეჭრა-განადგურებები!
ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე ამ ქრისტეს ფეხის მკვნეტელებმა ქვეყანაში მოახერხეს საყოველთაო შიშის სინდრომის დამკვიდრება!

მოახდინეს სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების და სხვა ქონებების რუსეთზე გასხვისება-გადაფორმება!

ოფშორულ ზონებში საკუთარი ანგარიშებზე საქართველოდან კორუფციული და სხვა ნაძარცვი გზებით ნაშოვნი მილიარდობით დოლარების გადაქაჩვა!

დაასრეს და ხელში ჩაიგდეს ტელევიზიები, რომელთაგან თითოეულის შენახვა წელიწადში მინიმუმ 50 მილიონი დოლარი ჯდება და დაიწყეს მოსახლეობის ზომიერების პროცესი!გამოაცხადეს, რომ ეკონომიკის განვითარების ტემპებით უსწრებდნენ ჩინეთ-იაპონიას!პროვოკაციული ჩაებნენ კრემლის მიერ წამოწყებულ ომში! ზემო აფხაზეთი მათ მიერვე წოდებული კოდორის ხეობა მტერს ჩააბარეს! დაღუპული გმირები მებრძოლის ველზე უპატრონოდ მიატოვეს!

მთავარსარდალმა თვითმფრინავის ხმაზე ქალაქ გორში სტუმარი საფრანგეთის საგარეო მინისტრი და ჯარი მიატოვა და სად გარბოდა არ იცოდა!

ამის შემდეგ, წაგებული ომი, მოგებული გამოაცხადეს! და ტელე-პროპაგანდის მეშვეობით ხალხი აზეიმეს!

ომის შემდეგ მეგობარი სახელმწიფოებიდან მიღებული დახმარებების, მხოლოდ მიზერული ნაწილი მოახმარეს ლტოლვილებს, დანარჩენი კი ისევ საკუთარ ანგარიშებზე გააიმასქნეს!
უცხოეთიდან მიღებული სამხედრო ტექნიკა მტერს უფეშქაშეს!

ამის დასტურად მხოლოდ ერთი მაგალითი კმარა ყოფილი თავდაცვის მინისტრის მილიარდერად გახდომა…

ახლა კი ნაძარცვი ფულებით დაფინანსებულ ტელევიზიებში 24 საათის განმავლობაში სხედან და სიძულვილსა და შხამს აფრქვევენ იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც შეძლო ერთ მუშტად შეეკრა ღირსეული ქართული საზოგადოება და დაემარცხებინა არჩევნების(და არა სისხლისღვრის) გზით ეს ანტიქართული, ანტიეროვნული, ანტიხალხური, ანტიეკლესიური ძალა!

ამჟამად ხალხის სატელევიზიო მოტყუების, შანტაჟის, ცილისწამების მეშვეობით ამ პოლიტიკურ შარლატანებს ისევ სურთ უკან დაბრუნება, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან, რომ ეს არასოდეს არ და ვერ მოხდება! თქვენი ვატერლოო იყო 2013 წლის 1 ოქტომბერს!

ფსიქიკურადაა შეშლილი თქვენი ბელადიც (თქვენ თავად ადასტურებთ ამას)!

და თქვენი უკან დაბრუნებული ძალა დედამიწაზე აღარაა!’’ – წერს ედიშერ გვენეტაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved