• რეკლამა
  • კონტაქტი
19:47, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნაძალადევის ორგანიზაციის წევრს, ზურაბ აბაევს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა – ენმ

ალია ავტორი - ალია
15:01 09-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
201

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისპრესსამსახურის ცნობით, ნაძალადევის ორგანიზაციის წევრს, ზურაბ აბაევს ოფისიდან გასვლისას პოლიცია დახვდა, ფიზიკურად გაუსწორდა და ძალადობრივად დააკავა.

“ენმ-ს ნაძალადევის ორგანიზაციის წევრი პოლიციამ დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ნაძალადევის ოფისისდან გამოსულ ზურაბ აბაევს გარეთ პოლიცია დახვდა, სამართალდამცველებმა მას გადაუღეს ფოტოები, ვიდეო, დააკავეს, ჩატენეს მანქანაში და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ამ დროისთვის კიკვიძის პარკთან მდებარე შსს ნაძალადევის მე-9 განყოფილებაშია გადაყვანილი. ადგილზე იმყოფება “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე”. – უთხრა ტაბულას ენმ-ს პრესსამსახურმა.

ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძამ ტაბულასთანკომენტარში თქვა, რომ განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ აბაევს აღენიშნებოდა დაზიანებები სახის არეში, იტკიებდა მუცელს, ჰქონდა პირღებინება, რის გამოც, გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა.

“როდესაც მივედი პოლიციის განყოფილებაში მას ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები სახის არეში, იტკივებდა მუცლის არეში, რამდენჯერმე აღებინა, ამიტომ გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება, მათ თქვეს, რომ შემდგომი გამოკვლევისთვის ეს ადამიანი აუცილებელია, რომ საავადმყოფოში გადავიყვანოთ და ახლა გადავდივართ ძველ მე-8 საავადმყოფოში.

ნაძალადევის მე-9 განყოფილების თანამშრომლები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცემით მიიყვანეს, როგორც თვითონ აღნიშნავს, პოლიციის განყოფილებაში.

დააკავეს იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის ენმ-ს ნაძალადევის შტაბის და კომისიის წევრი, უთხრეს, რომ უნდოდათ ფოტოს გადაღება, ამის შემდეგ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამის შემდეგ ფიზიკურად იძალადეს, რასაც შეესწრო ათეულობით ადამიანი. გაოცებულები იყვნენ, როგორ გაუსწორდნენ ახალგაზრდა ადამიანს პოლიციელები, ჩატენეს მანქანაში და ურტყამდნენ.

მუხლი, როგორც სტანდარტულად ყველას აკავებენ, არის 173-ე და 166-ე მუხლი”. – თქვა ტყეშელაძემ.

,,ტაბულა”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved