მზია ამაღლობელის მხედველობის დაკარვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირებას მოითხოვს. ამის შესახებ განცხადებას საია ავრცელებს და დაკავებული ჟურნალისტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ასაჯაროებს.
საია მოითხოვს, მოხდეს:
- მზია ამაღლობელის გადაყვანა სრულად აღჭურვილ კლინიკაში, როგორიცაა: „ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ ან „კავკასიის სამედიცინო ცენტრი“.
- ორივე თვალზე მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკის ჩატარება.
- კვლევებზე დაყრდნობით, მკურნალობის სრული გეგმის შერჩევა მხედველობის შესანარჩუნებლად.
- მოკლე ვადაში შეაფასოს, დაირღვა თუ არა მზია ამაღლობელის სათანადო სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება.
- საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს პროფილური სამედიცინო ექსპერტიზა შეფასების მოსამზადებლად.
ვრცლად ნახეთ აქ.














კომენტარები