• რეკლამა
  • კონტაქტი
23:41, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მზია ამაღლობელი თავს გრძნობს ნორმალურად – ლევან იოსელიანი

ალია ავტორი - ალია
17:46 01-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
231

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი თავს ნორმალურად გრძნობს.

მისივე თქმით, რამდენადაც ინფორმაცია აქვს, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

“მე როდესაც მას შევხვდი, მისი პოზიცია იყო, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დღესაც იგივე პოზიციაზე რჩება”- თქვა იოსელიანმა.

იოსელიანმა ეს განცხდება ბრიფინგზე გააკეთა, სადააც მზია ამაღლობელის მდგომარეობაზე ისაუბრა.

“ქალბატონი მზია თავს გრძნობს ნორმალურად. ის საკვებს არ იღებს 12 იანვრიდან. ჩვენ მიერ მისი დაკავებიდან დღემდე ქალბატონი მზია მონახულებული იქნა შვიდჯერ, მათ შორის ჩემ მიერ პირადადაც იქნა მონახულებული. ჩვენ ვიცით მისი განთავსების პირობები, მე უშუალოდ ვიყავი მასთან საკანში. ამ პირობებთან დაკავშირებით მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს.

რაც შეეხება ადმინისტრაციის მხრიდან დამოკიდებულებას, ამასთან დაკავშირებითა ქალბატონ მზას არანაირი პრეტენზია არ აქვს. რეგულარულად ხდება მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი. უტარდება კვლევები. ექიმი დღეში სამჯერ ახდენს მის მონახულებას და შესაბამისად, იღებენ ინფორმაციას. ასევე, ჩვენმა წარმომადგენელმა ნახა ყველა დოკუმენტაცია, რომელიც სამედიცინო თვალსაზრისით ამ პერიოდში იქნა შედგენილი და ეს ინფორმაცია ჩვენ მიერაც არის გამოთხოვილი და იმედია, ამ დღეებში მოგვაწვდიან. გარდა ამისა, ის ესაუბრა პენიტენციურ დაწესებულების ექიმს და მისგანაც მიიღო დამატებით ინფორმაცია”- თქვა იოსელიანმა.

გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, არსებობს ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც პერსონალური ინფორმაციაა და საჯაროდ ვერ ისაუბრებს.

“არსებობს სხვა საკითხები, რომლებიც უშუალოდ ქალბატონი მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, რომელიც პერსონალური ინფორმაციაა და ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რასთან დაკავშირებითაც მეტი ყურადღებაა საჭირო შიმშილობის პერიოდში და ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მეთვალყურეობას. ამ საკითხზე უფრო აქცენტირებული ვიქნებით რომ არც ჩვენ და არც პენიტენციურ დაწესებულებას არ გამოეპაროს რამე, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის ჯანმრთელობას”- თქვა იოსელიანმა. (ფორმულა)

თეგები: ლევან იოსელიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved