• რეკლამა
  • კონტაქტი
21:40, ხუთშაბათი, 19 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მზად ვიყავით, ვემზადებოდით, საკმაოდ მომზადებული ვართ… მზადყოფნას გამოვთქვამთ… მზადა ვართ” – რის თქმას ცდილობდა ყაველაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:35 05-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,284

ივანიშვილის პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მისმა ადმინისტრაციამ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მილოცვა, საქართველოში აშშ-ს საელჩოს გავლით მიიღო.

“საელჩოს გავლით, მათგან გამოგზავნილი იყო ეს ჩვენს ადმინისტრაციაში”. – განაცხადა ყაველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

27 მაისს, ყაველაშვილის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ადმინისტრაციამ მედიას მხოლოდ თარგმანი გაუგზავნა. ტექსტის ორიგინალი, ინგლისურენოვანი ვერსია ამ დრომდე არ გასაჯაროებულა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ყაველაშვილს ჰკითხა, რომ სახელმწიფო მდივან, რუბიოს განცხადებისგან განსხვავებით აშშ-ს საელჩოს ტრამპის მილოცვის ტექსტი სოციალურ ქსელში არ გაუსაჯაროებია, მისი აზრით რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი.

ყაველაშვილმა აღნიშნული “დიფ სთეითსა” და გარკვეული ძალების გავლენებს დაუკავშირა. მისივე თქმით, ფაქტი, რომ ივანიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება საელჩომ აქედან ერთ დღეში, 28 მაისს გაავრცელა, წერილის გადაფარვას ემსახურებოდა. მისივე თქმით, მილოცვა რომ არაავთენტური იყოს “პირველი საელჩო იტყოდა, სიცრუეაო”.

“აქ ალბათ ეს წერილი და არამარტო, საელჩოს მიდგომები, დამოკიდებულება შემდგომ როცა ამ წერილის შემდგომ გამოაქვეყნეს, რომ მათ მცდელობა ჰქონიათ, ივანიშვილს გაუგზავნეს წერილი, რომ ეს წერილი გადაეფარათ და რაღაც სპეკულაციები…

სამწუხაროდ საელჩოს ქმედება წინა ადმინისტრაციის პირობებში მოქმედებას ჰგავს და იმის გამოძახილია”. – განაცხადა ყაველაშვილმა.

გარდა ამისა, ყაველაშვილის თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი მიმდინარეობს.

“ეს წერილიც და დღევანდელი შეხვედრაც სტივ დენსის პრემიერთან ამის გამოძახილია, რომ ნელ-ნელა უბრუნდება კალაპოტს… რა თქმა უნდა, სპეკულაციები ბევრი იქნება, მაგრამ პოლიტიკაში არის ხანდახან გამონათქვამები, მაგრამ რეალური პოლიტიკის თვალსაზრისით განსხვავებული ქმედებები ხორციელდება.

ჩვენ ამისთვისაც მზად ვიყავით, ვემზადებოდით, საკმაოდ მომზადებულია ქართული სახელმწიფო, მისი ხელისუფლება, იმისთვის, რომ, წარმოგიდგენიათ ახლა, ყოველთვის მზადყოფნას გამოვთქვამთ, ნებისმიერი მიმართულებით EU-ს ქვეყნები იქნება თუ აშშ, ჩვენ მზადა ვართ, მზადა ვართ, მზადა ვართ, დავსხდეთ, დავილაპარაკოთ, რა პრობლემებია. ეს ხომ ყველასთვის ნათელია და იქიდან განსხვავებულ პასუხებს ვიღებდით და ამასაც გაგებით ვეკიდებოდით და დღესაც რომ ამდენი ხანი გაგრძელდა ეს პროცესი, რომ ტრამპმა ამ მილოცვით აღნიშნა პირველი შეხება ჩვენს ქვეყანასთან, ესეც მოლოდინის რეჟიმი იყო” – თქვა ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში [სტილი დაცულია].

წყარო – ტაბულა

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

13:47 02-19-2026
თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved