უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი პასუხობს რუსეთის პრეზიდენტს, პუტინს, რომელმაც დღეს უკრაინას “ომის შეწყვეტისკენ” და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა და ამბობს:
“ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა ახლახან დასრულდა. ჩვენ გვაქვს გამოსავალი.
პირველი – მხოლოდ უკრაინის გაძლიერება და ჩვენი ტერიტორიიდან ოკუპანტების განდევნა აღადგენს მშვიდობას. ჩვენ ამ გზით წავალთ.
მეორე – უკრაინა იყო და რჩება ლიდერი მოლაპარაკებებში. ჩვენი სახელმწიფო ყოველთვის სთავაზობდა რუსეთს თანაცხოვრებაზე თანაბარი, პატიოსანი, ღირსეული და სამართლიანი პირობებით დათანხმებას. აშკარაა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ეს შეუძლებელია. მან არ იცის რა არის ღირსება და პატიოსნება. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის რუსეთთან, მაგრამ უკვე რუსეთის სხვა პრეზიდენტთან.
და მესამე – ჩვენ კანონიერად უნდა ჩავწეროთ ყველაფერი, რასაც უკვე მივაღწიეთ რეალურად. სწორედ უკრაინაში წყდება დემოკრატიის ბედი ტირანიასთან დაპირისპირებაში.”
კომენტარები