• რეკლამა
  • კონტაქტი
07:49, შაბათი, 17 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მზად ვარ, პირადი თავდები ვიყო იმის, რომ ეს ახალგაზრდები გამოძიებას არ დაემალებიან” – ანა ნაცვლიშვილი 19 და 23 წლის დაკავებულებს თავდებში უდგება

ალია ავტორი - ალია
18:08 07-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
220

პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ 2 მოქალაქეს, 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს გათავისუფლებისთვის თავდებში უდგება. შესაბამის დოკუმენტს ხელი ნაცვლიშვილმა პარლამენტში, ამ თემაზე გამართული ბრიფინგის დროს მოაწერა.

“მინდა, გამოვეხმაურო უპრეცედენტო უსამართლობის საქმეს, რომელსაც ქართული ოცნების სასამართლო აწარმოებს საქართველოს იმ 2 მოქალაქის წინააღმდეგ, ვინც ათასობით სხვა თანამოქალაქესთან ერთად, რუსული კანონისა და ხელისუფლების რუსული პოლიტიკისგან საქართველოს ევროპულ მომავალს იცავდა. მთავრობა ამ ადამიანებს უპირებს, რომ როგორც პროკურატურა ამბობს, (ჯერ დამტკიცებული არ არის) 400-ლარიანი დროებითი, რკინის კონსტრუქციის დაზიანების გამო, მრავალი წლით ციხეში გაუშვას. ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ მაშინ, როცა ამ ახალგაზრდებისთვის ბრალი არც კი დაუმტკიცებიათ, რამდენიმე თვეა, ისინი საპატიმრო დაწესებულებაში არიან.

დღეს, მე, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ვაცხადებ, რომ მზად ვარ, პირადი თავდები ვიყო იმის, რომ ეს ახალგაზრდები გამოძიებას არ დაემალებიან, სასამართლოსთან ითანამშრომლებენ, მაგრამ ისინი ხელისუფლების მიერ საპატიმროში გამომწყვდეულები ნუ არიან. სასამართლო სხდომები უნდა გაგრძელდეს და სამართლიანობამ უნდა იზეიმოს, მაგრამ იქამდე, სანამ ამ ადამიანებთან დაკავშირებით განაჩენი არ გამოუტანიათ, მათი ციხეში ყოფნა დაუსაბუთებელია. მზად ვარ, ამ ადამიანების გათავისუფლებას პირადად თავდებში ჩავუდგე”. – თქვა ნაცვლიშვილმა.

გუშინ. 24 ივლისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული 2 მოქალაქე, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნათია გუდაძემ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

14 მაისის აქციაზე პოლიციის ჯებირის დაზიანებისთვის, ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ომარ ოკრიბელაშვილი და 2001 წელს დაბადებული საბა მეფარიშვილი 16 მაისს დააკავეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved