• რეკლამა
  • კონტაქტი
18:44, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მზად ვარ, მერის რანგში განვაგრძო მარტვილის მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ზრუნვა – თორნიკე ჯანაშია

ალია ავტორი - ალია
18:24 08-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
176

ჩემი მიზანია მუნიციპალიტეტის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა, აქ არსებული ტურისტული თუ ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისება, მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა, ჩვენი მხარის კიდევ უფრო გალამაზება და გამწვანება, საბოლოოდ კი, ქვეყნის მასშტაბით გამორჩეულ რაიონად ქცევა. ჩემს დაპირებებს ზურგს უმაგრებს სწორი სტრატეგია და რეალისტური გეგმა, რომლის განხორციელებასაც პროფესიონალიზმი, ეფექტიანი მუშაობა და რაც მთავარია, საქმის კეთების სურვილი სჭირდება, საქმით ვადასტურებთ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი გუნდი, რომელიც აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს – განაცხადა „ქართული ოცნების“ მარტვილის მერობის კანდიდატმა თორნიკე ჯანაშიამ წარდგენაზე.

მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ გამოცხადებული ნდობისთვის.

„ნამდვილად ამაღელვებელია, როდესაც აცნობიერებ, რომ გუნდმა სწორედ შენ განდო მშობლიური მხარის, კარგად ნაცნობი ადამიანების მომავალზე ზრუნვა. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, მარტვილი ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონული ცენტრი იყო თავისი ისტორიულ-კულტურული ძეგლებით, ულამაზესი ბუნებითა და ერთგული, პატრიოტი ხალხით, რომელთათვისაც ამოსავალი წერტილი ერთმანეთზე, საქართველოსა და მშობლიურ მხარეზე ზრუნვა იყო. 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გავხდი, საკუთარი თვალით ვხედავ, რომ განვლილი წლების განმავლობაში მართლაც კოლოსალური საქმე გაკეთდა, თუმცა ვიცი, რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენი მოსახლეობა ჯერ კიდევ არაერთი პრობლემის წინაშე დგას, თუმცა, ზუსტად ვიცი, თუ როგორ უნდა აღმოვფხვრათ ისინი. მეტიც, ჩემი მიზანი არათუ აღნიშნული პრობლემების გადაჭრა, არამედ მუნიციპალიტეტის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა, აქ არსებული ტურისტული თუ ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისება, მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა, ჩვენი მხარის კიდევ უფრო გალამაზება და გამწვანება, საბოლოოდ კი, ქვეყნის მასშტაბით გამორჩეულ რაიონად ქცევაა. გარწმუნებთ, ეს არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები, ჩემს დაპირებებს ზურგს უმაგრებს სწორი სტრატეგია და რეალისტური გეგმა, რომლის განხორციელებასაც პროფესიონალიზმი, ეფექტიანი მუშაობა და რაც მთავარია, საქმის კეთების სურვილი სჭირდება და სწორედაც რომ საქმით ვადასტურებთ, ჩვენ ვართ ერთადერთი გუნდი, რომელიც აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ყველაზე უკეთ თქვენ ხედავთ, სად არის სიმართლე. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ თქვენს მხარდაჭერასა და გამარჯვებაში. მზად ვარ ამჯერად უკვე მერის რანგში განვაგრძო ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებასა და წინსვლაზე ზრუნვა, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია თქვენთან აქტიური კომუნიკაციის გარეშე. ღრმად მწამს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ერთი მხრივ – მე და ჩემი გუნდი, მეორე მხრივ კი მარტვილის მოსახლეობა, ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს ვუჩვენებთ მთელ საქართველოს, რაც, პირველ რიგში, სწორედ საერთო კეთილდღეობის ხარისხის ზრდაზე აისახება.

ახლა კი წარმოგიდგენთ ჩემი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, დავით ბარამია, შალვა ბახია, იპოლიტე დანელია, გოგი ბასილაია, გიორგი გაბუნია, მინდია გაბისონია, ჯამბულ ხუროძე, რამაზ ხურცილავა, ავქსენტ აბაკელია, ირაკლი დიხამინჯია, კახაბერ ჯგერენაია, ჯამლეტ ბეჭვაია“ – განაცხადა თორნიკე ჯანაშიამ.

თეგები: თორნიკე ჯანაშია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved