“ძალიან სამწუხაროა და დიდი გულის ტკივილია ჩვენი მეგობარი სოსო ბახტაძე აღარ გვყავს
აცხონოს უფალმა შენი სული ჩემო ჯემალიჩ, ებარებოდე უფალს, ვუსამძიმრებ ბახტაძეების ოჯახს და ყველა მეგობარს” – წერს მუსიკოსის მეგობარი სოციალურ ქსელში.
კორონავირუსს ხონელი კომპოზიტორი სოსო ბახტაძე ემსხვერპლა. ის კლინიკაში დღეს დილით გარდაიცვალა. არაერთი მუსიკის ავტორი სოსო ბახტაძე ცნობილი იყო თავისი სიმღერით “ხონო, ხონო, ჩემო ხონო.”
წყარო – MEGATV
კომენტარები