• რეკლამა
  • კონტაქტი
14:08, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მუშტი-კრივი და დანების ტრიალი არ არის პოლიტიკა, „სახალხო პარტია“ მოითხოვს ხელისუფლებისგან, გადამჭრელი ზომების მიღებას” – მამუკა გიორგაძე

ალია ავტორი - ალია
14:26 09-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე, ხელისუფლებას მოუწოდებს, მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი დაპირისპირებებისა და დაძაბულობის გარეშე ჩაატაროს არჩევნები.

მამუკა გიორგაძე:

„თვალი რომ გადავავლოთ ბოლო წლებში მიმდინარე პრაქტიკას, დავრწმუნდებით, რომ პოლიტიკური ძალები ერთმანეთს პოლიტიკური ხედვებით კი არ უპირისპირდება, პოლიტიკური პროგრამებითა და კონცეფციებით კი არ ებრძვიან ერთმანეთს, არამედ ორგანიზებას უკეთებს ე.წ. ტექნიკურ თემებზე პოლარიზაციას,  საზოგადოებრივ დაპირისპირებას და წარმოაჩენს, რომ თითქოს ეს არის პოლიტიკური ბრძოლა.

ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ დმანისის რომელიღაც სოფელში თუ თბილისში მუშტი-კრივი და დანების ტრიალი, არ არის პოლიტიკა. მიუხედავად რიტორიკული განსხვავებებისა, ქმედებებით, ცხოვრების წესით, ადამიანთან დამოკიდებულებით, ან სახელმწიფო ინსტიტუციებთან დამოკიდებულებით, გაგვარკვიონ, რითი განსხვავდება „ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ზოგადად, ე.წ. პროდასავლელები და პრორუსები ამ მიდგომებში რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან? იქმნება შთაბეჭდილება, რომ ასეთი დაპირისპირებები შედის ორივეს ინტერესში. ეს ხალხი ვერ გვთავაზობს ვერაფერს.

მიუხედავად ზემოთქმულისა, ყოველთვის მოვლენებზე პასუხისმგებლობა და რეალური ნაბიჯების გადადგმის უფლება, აქვს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას. შესაბამისად, დღეს „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი მიმდინარე დაპირისპირებებსა და კანონდარღვევებზე და ხელისუფლებაა ვალდებული აღკვეთოს ეს უკანონობები. „სახალხო პარტია“ მოითხოვს ხელისუფლებისგან, გადამჭრელი ზომების მიღებას მსგავსი ინციდენტების აღსაკვეთად, რისთვისაც აუცილებელია უკვე მომხდარ მოვლენებში დამნაშავეთა უმკაცრესი დასჯა, რაც იქნება პრევენცია მომავალში ასეთი ქმედებების განმეორების. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ერთხელ მაინც ჩაატაროს ჯანსაღ გარემოში არჩევნები“.

თეგები: მამუკა გიორგაძესახალხო პარტია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved