• რეკლამა
  • კონტაქტი
13:01, ორშაბათი, 1 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მუშახელი თვეში 300 ლარად სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან – “მთავრობას სჭირდება მუშახელი” – ღარიბაშვილი

"თუ ადამიანი გვეუბნება, რომ არ მინდა მუშაობა, ვეუბნებით, ერთ წელში შემოვალთ, შეგამოწმებთ..." - ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
02:11 02-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
175,341

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, “რუსთავი2”-ს ეთერში, ამბობს:

“ჩემი სურვილი და ოცნებაა სოციალური პოლიტიკა იქნეს გადახედილი. სოციალურად დაუცველი, შრომიუსნარიანი 18 წელს ზემოთ მოქალაქე უნდა დავასაქმოთ. 600 ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანიდან 200 000 არის შრომისუნარიანი.

ახლა ქვეყანაში გვაქვს უამრავი საქმე, ქვეყნის საქმე ვაქვს გასაკეთებელი, ურბანული სისტემა, ინსფრასტურუქტურა, გზები, წყალმომარაგება, 800 სკოლა გვაქვს გასარემონტებელი, ბაღები, ტყეების გაშენება, პარკების მოწყობა – ამ სამუშაოებზე მთავრობას სჭირდება მუშახელი.

საზოგადოებრივი სამუშაო – როცა ჩვენ, მთავრობა ასაქმეს და ამაში ვუხდით 300 ლარს, ეს იქნება დამატება იმ სოციალური პაკეტზე რომელსაც იღებენ – თუ გინდათ მუშაობის დაწყება, ეს არის მინიმალური, რაც შეგვიძლია შემოგთავაზოთ, 4 წელი ვუჩერებთ სოციალურ პაკეტს, პირიქით, 300 ლარით ეზრდებათ, დღეს თუ აქვთ 500 ლარი, თუ ამ პროგრამაში ჩაერთვება, დაემატება 300 ლარი და ექნება 800 ლარი – მარტივად რომ ავხსნა.

თუ ადამიანი გვეუბნება, რომ არ მინდა მუშაობა, ვეუბნებით, ერთ წელში შემოვალთ, შეგამოწმებთ, ხარ დასაქმებული, არ ხარ, საჭიროებ დასაქმებას, თუ არა.

თუ მუშაობთ კერძო სექტორში, მაღაზიაში, მშენებლობაზე, არ მოგიხსნით 4 წელი დახმარებას, უბრალოდ, დეკლარირება გააკეთეთ, ნუ დაგვიმალავთ.

გვექნება თითოეულ მუნიციპალიტეტში პროფესიული გადამზადების სკოლები, ბიზნეს ექნება პირდაპირ წვდომა ამ მუშახელზე, ამ ადამიანებზე, მათაც შეეძლებათ შესთავაზონ სამუყშაო ადგილი და არ მოეხსნებათ 4 წელი სოციალურ დახმარება.

ჩვენ ამ ადამიანებს მივაჩვიეთ სიზარმაცე, პირდაპირ ვეუბნებოდით – არ გაბედო მუშაობის დაწყება! თუ იყიდი ტელევიზორს, მაცივარს, მოგიხსნი დახმარებას, ეს ხომ კატასტროფაა, ეს არის საშინელი სისტემა. ახლა ვეუბნებით პირიქით – მეტი ფული იშოვეთ, ჩვენ არ შეგამოწმებთ 4 წელი და არ მოგიხსნით დახმარებას.

ღმერთმა ქნას, ჩემი დიდი სურვილია, რომ წელს უკვე 100 000 ადამიანი იქნას ჩართული, საოცრება იქნება ეს თუ მოხდება და ამ სამ წელიწადში  200 000 ადამიანი რომ დავასაქმოთ და გავშალოთ ყველგან. აი, მაგალითისთვის გეტყვით, რომ როცა მოძრაობთ, რეგიონებში რომ დადიხართ ამდენი ნანგრევით არის სავსე მიტოვებული შენობები. ბევრი შეიძლება საზოგადოებრივი იყოს, ბევრი შეიძლება კერძო იყოს, არის გაჩეხილი ტყეები და უამრავი სხვა სამუშაო, რომელიც გასაკეთებელი გვაქვს. მოსავლელია ქვეყანა, დასალაგებელია ქვეყანა.”

 

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილისიღატაკე საქართველოში

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება
ახალი ამბები

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება

19:00 11-28-2025
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:31 11-28-2025
რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი
ახალი ამბები

რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი

13:58 11-28-2025
ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
ახალი ამბები

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება

08:00 11-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved