პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
რა მაინტერესებს მართლა და ყოველგვარი ირონიის გარეშე: წულუკიანი რატომ აგებს ყველა სასამართლოს სამსახურიდან გაშვებულ თანამშრომლებთან? მურუსიძეს ძველი ბოღმა აქვს მისი თუ ჩინჩალაძესთანაა უბრად?
არ მითხრათ ახლა ჩვენი სასამართლო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელიაო.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო. ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.თბილისის საქალაქო სასამართლომ ეროვნული მუზეუმიდან თანამშრომლის გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო და მოპასუხეს მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის სახით 5 000 ლარის ანაზღაურება დააკისრა.
კომენტარები