• რეკლამა
  • კონტაქტი
03:20, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მურუსიძე თვლის, რომ აშშ–მა შესაძლოა მოკლას და სასამართლო მიიტაცოს – დეტალები

ალია ავტორი - ალია
15:43 04-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
483

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ ბრიფინგზე, აშშ–ის მიერ დასანქცირებული ლევან მურუსიძე აცხადებს:

მე პირდაპირ გეტყვით, დარწმუნებული ვარ, აღნიშნული საკითხი არ გადაიხედება, ვინაიდან საქმე არ არის კორუფციაში, ეს არის შირმა, აპრობირებული მეთოდი, რომლითაც ხდება გარკვეული მიზნის მიღწევა. მოგახსენებთ რა არის ნამდვილი მიზეზი – რეალური მიზეზია სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება, მიტაცება – შესაბამისად, მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მცდელობები იყო ჯერ არასამთავრობო სექტორის მეშვეობით, შემდგომ – პოლიტიკური პარტიები, შემდეგ საერთაშორისო პარტნიორები წერდნენ…

გეტყვით, რატომ უნდა გაეკონტროლებინათ – ქალბატრონი დეგნანი იძახდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე არის უკანონო და არ არის დასაბუთებული. ზუსტად აქ ჩანდა მისი მიზანი. ამ დასანქცირებით, სასამართლო სისტემას გაეგზავნა მესიჯი – თუ მოსამართლეები არ გაითვალისწინებენ ელჩის გადაწყვეტილებებს, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს.

ჩემთან პირადად, მოდიოდნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები და პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ იუსტიციის საბჭოში მათთვის საურველი იყო ყოფილიყო ესა და ეს მოსამართლე, ყოფილიყო ესა და ეს გადაწყვეტილება. ამის მტკიცებულებებიც მაქვს – ამ ჩარევებს, რომელიც ხდებოდა აშშ–ის სელჩოს მხრიდან, ამასაც საჭიროების შემთხვევაში საზოგადოება ნახავს.

იმდენმა მოსამართლემ გამოხატა ჩემ მიმართ მხრადაჭერა, რომ ის მიზანი, რომ მოხდებოდა დაპირისპირება სასამართლო სისტემაში და მოხდებოდა სასამართლოს დაქვემდებარება ამერიკის საელჩოსადმი, ეს მეეჭვება რომ მოხდეს, თუმცა, ისინი ამაზე არ შეჩერდებიან და შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ. იმდენად დიდი მიზანია, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში, ეს მიმდინარეობს წლების განმავლობაში, ამოეწურათ იმედი… საბოლოო ჯამში  ვიმეორებ აშშ–ის საელჩოს უნდა სასამართლოს მისაკუთრება.

ქალბატონმა კელი დეგნანმა განაცხადა სასამართლო არ არის ღამის ზარებიო, ესე იგი მისმენენ… ვთხოვ გამოაქვეყნონ, რა ზარებს ვახორციელებ.

 

შეგახსენებთ, კელი დეგნანმა განაცხადა:

“100-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, შეუერთდა პრეზიდენტ ბაიდენის ამ განაცხადს, რადგან ყველამ ვიცით, რომ სამართლის უზენაესობა უფრო მეტია, ვიდრე სიტყვები. ის გულისხმობს მართლმსაჯულებას და სწორედ მართლმსაჯულებაა ის ძირითადი პრინციპი, რაც თავისუფლებასა და დემოკრატიას განამტკიცებს. სამართლის უზენაესობა დაცულია ისეთ სამართლებრივ სისტემაში, სადაც სასამართლო დავის გადაწყვეტა ხდება სამართლიანად და მიუკერძოებლად, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და კანონზე დაყრდნობით და არა – ღამის საათებში განხორციელებული ზარის ან ქრთამის, დაშინებისა თუ ზეწოლის საფუძველზე.”

 

თეგები: ლევან მურუსიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved