• რეკლამა
  • კონტაქტი
02:15, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მუქარის კომენტარებთან კავშირი არ გვაქვს, მედიებმა დაგვაბრალეს” – ALT-INFO

ალია ავტორი - ალია
20:36 07-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
97

 ალტ-ინფო ტელეგრამ არხზე აიისას დამფუძნებლის, ანანია გაჩეჩილაძის წინააღმდეგ თავდასხმის ორგანიზებასთან კავშირს უარყოფს და ტაბულას და სხვა მედიებს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. 

მათი თქმით, ტაბულას რომელიმე ჟურნალისტს და თავად ანანია გაჩეჩილაძეს შეეძლოთ კომენტარის დატოვება, რადგან აღნიშნული ტელეგრამ-არხი ღიაა. 

” ვიდეოების ქვეშ შეიძლება დააკომენტაროს ნებისმიერმა მომხმარებელმა, ნებისმიერი მის მიერ არჩეული ნამდვილი ან ყალბი სახელით და იქ კომენტარებს ალტ-ინფო ისევე ვერ აკონტროლებს, როგორც ფეისბუქზე ან იუთუბზე განთავსებული ვიდეოების ქვეშ მომხმარებლების მიერ დატოვებულ კომენტარებს. ანუ თვითონ ანანია გაჩეჩილაძეს ან ტაბულას რომელიმე ჟურნალისტსაც შეუძლიათ, შევიდნენ ცრუ სახელებით და ამ ტელეგრამ არხზე კომენტარები წერონ. ამიტომ ტელეგრამის ღია არხზე ალტ-ინფოს მიერ განთავსებულ ვიდეოზე გაურკვეველი მომხმარებლის მიერ მუქარის დაწერის ალტ-ინფოსთვის დაბრალება იგივეა, იუთუბზე ალტ-ინფოს გადაცემების ქვეშ დატოვებული უამრავი კომენტარიდან რომელიმე მუქარის შემცველი რომ აღმოჩნდეს და ეს ალტ-ინფოს დააბრალონ.

ალტ ინფოს ადმინისტრაციას არანაირი კავშირი არ გააჩნია იმ მუქარის კომენტარებთან, რომლების სქრინებიც ტაბულამ და სხვა მედიებმა გაავრცელეს და ამიტომ ამ ლიბერალური მედიების სიყალბეზე დაფუძნებული დღევანდელი ისტერიკა მათი უნიჭო ფეიკ ნიუს სტილის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია”.- აღნიშნულია განცხადებაში. 


მედია ალტ-ინფო ტელეგრამ არხზე აიისას დამფუძნებლის, ანანია გაჩეჩილაძის ადგილსამყოფელს ავრცელებენ და წევრებს მოწოდებებით მიმართავენ: “ვინც ხართ, თქვენ იცით”.

გავრცელებულ მოწოდებებს გამოეხმაურა ანანია გაჩეჩილაძე, რომელიც ფაქტს 5-6 ივლისის გაგრძელებად მიიჩნევს.


შეგახსენებთ, აიისამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო. გადაწყვეტილების მიხედვით, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება.

2018 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია აიისა 500 ლარით დააჯარიმა და რამდენიმე შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გამოყენება აუკრძალა.

წყარო – ტაბულა

თეგები: ალტ-ინფო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved