• რეკლამა
  • კონტაქტი
10:53, ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მუქარა და იძულება შსს–ში – გოგა რაზმაძის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება არ დაიწყო – საია

ალია ავტორი - ალია
13:27 07-28-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
337

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცხადებით, 27 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არ დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, გოგა რაზმაძის, საქმეზე.

მეტიც, ორგანიზაციის ცნობით, ნაცვლად გამოძიების დაწყებისა, საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა გოგა რაზმაძე შემდგომი გასაუბრების მიზნით დაიბარა საგამოძიებო სამსახურში.

“მიმდინარე წლის 14 ივლისს, გოგა რაზმაძემ განცხადებით მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მოითხოვა გამოძიების დაწყება 2023 წლის 11 ივლისს შსს-ს გენერალურ ინსპექციაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით (შემდგომში – განცხადება).

განცხადებიდან ნათლად იკითხებოდა, რომ შსს-ს გენერალურ ინსპექციაში პირადი გასაუბრების დროს, რომელიც უწყვეტად 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, დავით მინდიაშვილმა, მას შეუქმნა მტრული და დამთრგუნველი გარემო, რომელიც, ამავდროულად, შეურაცხმყოფელი იყო. განცხადების თანახმად, დავით მინდიაშვილს შეხვედრის პირველივე წუთიდან ჰქონდა დამამცირებელი დამოკიდებულება. გასაუბრების დასრულებამდე დაახლოებით 40 წუთით ადრე, გოგა რაზმაძემ დავით მინდიაშვილს განუმარტა, რომ ამგვარ გარემოში საუბრის გაგრძელებას აღარ აპირებდა და სურდა გასაუბრების შეწყვეტა, რაზეც დავით მინდიაშვილის პასუხი იყო ის, რომ ვერსად წავიდოდა, რადგან მოცემულ მომენტში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. აღნიშნული პირი დაჟინებით ითხოვდა, გოგა რაზმაძეს დაეწერა ახსნა-განმარტება მისი ნების საწინააღმდეგოდ, ამ მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, დაემუქრა სამსახურიდან გათავისუფლებით. დავით მინდიაშვილმა მუქარა გაიმეორა რამდენჯერმე. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მხრიდან განხორციელებულმა დამამცირებელმა მოპყრობამ, პატივისა და ღირსების შელახვამ და იძულებამ, გოგა რაზმაძეს მიაყენა ფსიქოლოგიური და მორალური ტკივილი.

გოგა რაზმაძის განცხადებაში არსებული ინფორმაცია მიუთითებდა იმ დანაშაულის ნიშნების არსებობაზე, რომელზეც “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 11 ა) ქვეპუნქტის მიხედვით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ვრცელდება.

ნაცვლად გამოძიების დაწყებისა, საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა გოგა რაზმაძე შემდგომი გასაუბრების მიზნით დაიბარა საგამოძიებო სამსახურში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, „დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება“. მოქმედი  კანონმდებლობა გამოძიების დაწყებამდე, წლებია, გასაუბრებას, როგორც საპროცესო მოქმედებას, არ ითვალისწინებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გოგა რაზმაძემ უარი განაცხადა გამოძიების დაწყებამდე გასაუბრებისას დამატებით რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდებაზე და მიუთითა, რომ განცხადებაში სრულად აღქმადი იყო სავარაუდო დანაშაულის ნიშნები, რაც უნდა გამხდარიყო გამოძიების დაწყების წინაპირობა. ამავდროულად, გოგა რაზმაძემ მკაფიოდ განაცხადა თანხმობა, გამოძიების დაწყების შემთხვევაში, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე”, – წერია განცხადებაში.

საია-ს ცნობით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიჩნია, რომ განცხადება არ შეიცავდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განხილვას დაქვემდებარებული დანაშაულის ნიშნებს და განცხადება გამოძიების დაწყების თაობაზე გადაუგზავნა იმავე უწყების უფროსს, რომლის მოადგილის მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებაზე ითხოვდა გამოძიების დაწყებას გოგა რაზმაძე.

ორგანიზაცია ამბობს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ასეთი მიდგომა გამოძიების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპს ცალსახად ეწინააღმდეგება, და, მეტიც, აზიანებს სამართალდამცავი სტრუქტურის მიმართ საზოგადოებრივ ნდობას.

საია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსს, იმოქმედოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გოგა რაზმაძის განცხადების საფუძველზე და სრულყოფილად გამოიძიოს განცხადებაში მითითებული ფაქტები. 

საქმის გარჩევა შსს–ს გენ.ინსპექციაში – როგორ ექცევა უწყება საკუთარ თანამშრომლებს? – გოგა რაზმაძის წერილი

თეგები: საია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა

14:31 07-28-2026
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
ახალი ამბები

თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა

14:16 07-28-2026
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

17:29 07-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved