• რეკლამა
  • კონტაქტი
01:26, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მუნიციპალურ პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი“ მონაწილეობისთვის რეგისტრაცია პირველი ნოემბრიდან დაიწყება

ალია ავტორი - ალია
14:03 10-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

მუნიციპალურ პროგრამაში „ისწავლე და დასაქმდი“ მონაწილეობისთვის, თბილისის მერია პირველი ნოემბრიდან მოქალაქეთა რეგისტრაციას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ნებისმიერ, თბილისში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია დარეგისტრირდეს და ჩაერთოს ამ პროგრამაში, რომელიც 4 პროფესიულ კოლეჯთან თანამშრომლობით მოამზადებს და გადაამზადებს პროგრამის მონაწილეებს. ეს კოლეჯები გახლავთ:  იკაროსი, მერმისი, სპექტრი და გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი.

პროგრამა ითვალისწინებს მშენებლობის, მომსახურების, წარმოების,  დიზაინის, კვების, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, საფინანსო,  ინჟინერიის  და ინფორმაციის ტექნოლოგიის სფეროებში შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მომზადება-გადამზადებას და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა თბილისში მცხოვრებ მოქალაქეებს პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პროგრამის მონაწილეთა მომზადება-გადამზადებისთვის საჭირო გადასახადს მუნიციპალიტეტი თვითონ უზრუნველყოფს.

„პროგრამა 2018 წლიდან ავამოქმედეთ, 2018 – 2020  წლებში მოვახერხეთ   4500-ზე მეტი მოქალაქის ჩართვა და მათგან უმრავლესობა უკვე დასაქმებულია, თავიანთი სამსახური აქვთ და ეს ადამიანები არიან მადლიერები. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. ამ ყველაფერს მუნიციპალიტეტი იღებს თავის თავზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაინტერესებული მოქალაქეების ელექტრონული  რეგისტრაცია პირველ ნოემბერს დაიწყება და 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება მერიის ვებგვერდზე  www.Tbilisi.gov.ge, ასევე, ელექტრონულ პორტალზე www.dasakmdi.ge 

თეგები: თბილისის მერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved