• რეკლამა
  • კონტაქტი
12:33, კვირა, 2 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მუნ­დი­რის შე­უ­რა­ცხყო­ფა და შსს-ს თანამშრომლებისთვის თავში ხელის წამორტყმა – 3 კითხვა გომელაურს

ალია ავტორი - ალია
17:19 03-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

“მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, სა­დაც ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს “მი­ნის­ტრის სა­ა­თის“ ფორ­მატ­ში უს­მე­ნენ, სამი კითხვით მიმართვა:

ხომ არა­ფე­რი შე­მო­უთ­ვლია ბად­რი ესე­ბუ­ას? ყვე­ლას გვა­ინ­ტე­რე­სებს, სად არის? სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა, და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია, თუ რო­გო­რა­აა ის კაცი და სა­დაა??

მე­ო­რე კი­თხვა შე­ე­ხე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­სტი­ტუ­ცი­ურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას. ჩვენ ვი­ცით, რომ და­ხუ­რუ­ლი სტრუქ­ტუ­რაა, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არც გა­ფიც­ვებს აწყო­ბენ და არც თა­ვი­ანთ გა­სა­ჭირ­ზე სა­უბ­რო­ბენ ხოლ­მე. ასე­თი წე­სია, როცა ყო­ვე­ლი ახა­ლი მი­ნის­ტრი მი­დის, წინა მი­ნის­ტრის მიყ­ვა­ნილ კად­რებს ათა­ვი­სუფ­ლებს ხოლ­მე. გა­სა­გე­ბია, ყვე­ლას უნდა, რომ წამ­ყვან პო­ზი­ცი­ებ­ზე მისი ერ­თგუ­ლი კად­რე­ბი იყოს. ახ­ლაც ეს პრო­ცე­სი მი­დის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მას შემ­დეგ, რაც ბა­ტო­ნი გა­ხა­რია წა­ვი­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბი­დან. ე.წ. ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან და­ი­წყო მისი ერ­თგუ­ლი ხალ­ხის გაშ­ვე­ბა. ხან­და­ხან ამ პრო­ცესს მი­ა­ყო­ლე­ბენ ხოლ­მე არა უბ­რა­ლოდ ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ერ­თგულ ხალ­ხს, არა­მედ ძა­ლი­ან კვა­ლი­ფი­ცი­ურ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­საც. ირ­ღვე­ვა თუ არა ამით თვი­თონ სტრუქ­ტუ­რის სტა­ბი­ლუ­რო­ბა? მე ვიცი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა მომ­ზა­დე­ბა­შიც უცხო­ე­ლებ­მა დიდი თან­ხა და­ხარ­ჯეს და რად­გან ვი­ღა­ცის კა­ცად ით­ვლე­ბა, ხელს წა­მო­არ­ტყა­მენ, გა­უშ­ვე­ბენ და ღვთის ანა­ბა­რა ტო­ვე­ბენ ხოლ­მე. რამ­დე­ნად სწო­რია უწყე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის ეს მიდ­გო­მა და ახ­ლაც ხომ არ ხდე­ბა მსგავ­სი რამ?

პო­ლი­ცი­ის მუნ­დირ­ზე სა­უბ­რობ­დით და მეც თა­ვად მსურ­და ოფიც­რო­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ყვე­ლას, ვი­საც აც­ვია ფორ­მა, იქ­ნე­ბა ეს კა­ნო­ნის სა­და­ჯა­რო­ზე მყო­ფი თუ მთე­ლი პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა ამ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის, ყვე­ლას პა­ტივს ვცემ, ვინც კა­ნონს იცავს და სა­ქარ­თვე­ლოს, სამ­შობ­ლოს იცავს. ერთხელ, ეს თქვე­ნი მი­ნის­ტრო­ბის დროს არ მომ­ხდა­რა, ჩვენ ყვე­ლამ ვი­ხი­ლეთ მუნ­დი­რის შე­უ­რა­ცხყო­ფის ენით აღუ­წე­რე­ლი ფაქ­ტი. ვგუ­ლის­ხმობ ეპი­ზოდს, რო­დე­საც ერთ-ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა გა­ა­ჩე­რა თავ­დაც­ვის მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრის ძმა, რო­მე­ლიც სა­ოც­რად არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, არამ­ხო­ლოდ ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ. ეს ადა­მი­ა­ნი შე­ურ­ცხყო­ფას აყე­ნებ­და პო­ლი­ცი­ე­ლებს, რომ­ლე­ბიც მა­შინ იცავ­დნენ კა­ნონს. მან მთე­ლი პო­ლი­ცი­ის მუნ­დირს ღირ­სე­ბა აყა­რა. მა­შინ არ დას­ჯი­ლა იზო­რი­ას ძმა და და­ი­სა­ჯა პო­ლი­ცი­ე­ლი. რამ­დე­ნად სწო­რი იყო ეს ამ­ბა­ვი? ხომ არ გი­ფიქ­რი­ათ, რომ ეს პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც იცავ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგს და უფრთხილ­დე­ბო­და მუნ­დირს, არის და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი უწყე­ბა­ში და გი­ფიქ­რი­ათ თუ არა ამა­ზე? რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რი იყო ამ ინ­ცი­დენტზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­ა­გი­რე­ბა?”

თეგები: ალეკო ელისაშვილივახტანგ გომელაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved