• რეკლამა
  • კონტაქტი
00:20, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მცხეთის მერობის კანდიდატი დიმიტრი ზურაბიშვილი ხალხთან ურთიერთობის მთავარ თვისებად გულწრფელობას მიიჩნევს

ალია ავტორი - ალია
16:15 08-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

მცხეთის მერობის კანდიდატი დიმიტრი ზურაბიშვილი მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ყოფილი  სამრთალდამცავი პოლიტიკაში მოღვაწეობას იგივე პრინციპებით გეგმავს – პროფესიონალიზმი, სამართლიანობა, პატიოსნება და გუნდურობა. დიმიტრი ზურაბიშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარ თვისებად გულწრფელობას და უბრალოებას მიიჩნევს. კანდიდატის პროფესიული გზა მთლიანად მცხეთას უკავშირდება. მცხეთაში დაიწყო მისი პროფესიული მოღვაწეობა და მერად არჩევის შემთხვევაში, მცხეთის მუნიციპალიტეტზე ზრუნვას ასევე დიდი პასუხისმგებლობით აპირებს.

დიმიტრი ზურაბიშვილი:

-„ბავშვობიდან  მიზანდასახული ვიყავი და ყოველთვის მჯეროდა, თუ მიზანი გაქვს, აუცილებლად მიაღწევ. მე ჩემით განვვლე კარიერის გზა რიგითი თანამშრომლობიდან მაღალ საფეხურამდე. ვიცი სწავლისა და შრომის ფასი და ყოველთვის მზად ვარ, დავეხმარო ყველა მიზანდასახულ ადამიანს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს.
უშიშროების აკადემიის დამთავრების შემდეგ, ჩემი პირველი სამსახური მცხეთას უკავშირდება. აქ გავიარე ყველა საფეხური, რიგითი თანამშომლობიდან სამსახურის უფროსობამდე, რაც ნამდვილად არ ყოფილა მარტივი. სამწუხაროდ, ბევრი გამოწვევის წინაშე ვიდექი, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყოდი, რომ ბევრი გამოწვევის წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა, რომელსაც ვემსახურებოდი. ჩემი სამსახურეობრივი გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგად ვიცი თითოეული ადამიანის უსაფრთხოების და ასევე მათი თავისუფლების ფასი.
მოსახლეობისგან ნდობას მოიპოვებ იმ შემთხვევაში, როდესაც მათიანი ხდები. სწორედ ეს იყო ჩემი პრინციპი და იგივე პრინციპებით მსურს განვაგრძო მუშაობა პოლიტიკაში. მთავარი თვისება, რაც პოლიტიკოსს სჭირდება, არის ხალხთან გულწრფელობა.  ასევე, უმნიშვნელოვანესია  პროცესების თუ ორგანიზაციის სისტემური  მართვა  თანამშრომელთა მაქსიმალური ჩართულობით.
ჩემი პროფესიული ცხოვრების გზა არ ყოფილა მარტივი. ვფიქრობ, მცხეთის  მერად არჩევის შემთხვევაშიც  საკმაოდ რთული გზის გავლა მომიწევს, მაგრამ, ძალას მმატებს ის გარემოება,  რომ ხალხს უნდა ვემსახურო. ამას უდიდესი პასუხისმგებლობა სჭირდება და სიამოვნებით ავიღებ ამ პასუხისმგებლობას ჩემს გუნდთან ერთად“, –  განაცხადა მცხეთის მერობის კანდიდატმა დიმიტრი ზურაბიშვილმა.

თეგები: მცხეთა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved