• რეკლამა
  • კონტაქტი
07:30, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მტკიცედ ვგმობ სააკაშვილის უფლებებისა და თავისუფლებების სისტემატიურ და უხეშ დარღვევას და მოვუწოდებ უცხო სახელმწიფოებს დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება – დენისოვა

ალია ავტორი - ალია
19:50 11-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარი, ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს:

“მივიღე ინფორმაცია, რომ უკრაინაში საქართველოს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა უარი თქვა ჩემთან შეხვედრაზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებული განცხადების პოლიტიკური კონტექსტიდან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შემდგომი კონსულტაციების საჭიროებიდან გამომდინარე.

ამ შეხვედრის დროს მინდოდა ახსნა-განმარტებები მიმეღო უკრაინის მოქალაქის, უკრაინის პრეზიდენტთან არსებული უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და სამედიცინო მომსახურების უფლების და პროცედურული უფლებების დარღვევის შესახებ.

მიხეილ სააკაშვილი 40 დღეა შიმშილობს და 6 ნოემბრიდან უარს ამბობს მედიკამენტების, ვიტამინებისა და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებაზე. 8 ნოემბერს ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შედეგებით, ექიმთა საბჭომ მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დაადასტურა.

საქართველოს ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების №18 დაწესებულებაში მდებარე პენიტენციურ საავადმყოფოში იძულების წესით გადაყვანამ კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია, რომელიც დღეს მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

საქართველოს ომბუდსმენის ინფორმაციით, დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევის გამო საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მას დაზიანებები მიაყენა. №18 პენიტენციური დაწესებულების პატიმრები სააკაშვილის მიმართ იყენებდნენ სიტყვიერ აგრესიას და მუქარის შემცველ შეძახილებს, რაც მის საკანში ისმის.

საქართველოს ხელისუფლების ქმედებები და მიხეილ სააკაშვილის ასეთ ვითარებაში ყოფნა არღვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებს და წამებისა და სხვა სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ კონვენციის პირველ მუხლს.

გლდანის სასჯელაღსრულების №18 დაწესებულების საავადმყოფო არ აკმაყოფილებს სამედიცინო საბჭოს რეკომენდაციებს და საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის არარსებობის გამო ვერ უზრუნველყოფს სათანადო მკურნალობას. ამას საქართველოს სახალხო დამცველიც ადასტურებს.

ამ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა არ აკმაყოფილებს პატიმართა მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესების 22-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ვითხოვ მიხეილ სააკაშვილის სასწრაფოდ მოთავსებას გადაუდებელი რეანიმაციისთვის აღჭურვილ და სამედიცინო მომსახურების სტანდარტებთან შესაბამის საავადმყოფოში.

საქართველოს მთავრობის მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელება მისი თანხმობის გარეშე არის უკანონო ჩარევა მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაში, რაც არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 და 17-ე მუხლებს.

მტკიცედ ვგმობ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებებისა და თავისუფლებების სისტემატიურ და უხეშ დარღვევას ქართველი მაღალჩინოსნების მიერ და მოვუწოდებ უცხო სახელმწიფოებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება ამ ქმედებებზე.

მოუთმენლად ველი უკრაინაში საქართველოს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის, როგორც საქართველოს რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენლის განმარტებებს  საქართველოს ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ფაქტებზე.”

თეგები: ლუდმილა დენისოვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved